TV-Radio მედია


imedi-TV _ ჰერულას დაჯილდოება

დღეს, ტელეკომპანია იმედის გადაცემა "იმედის დილის" პირდაპირ ეთერში დიასპორის მინისტრის სიგელი გადაეცა ჰერეთის (საინგილოს) ფოლკლორულ ანსამბლს "ჰერულა" დიასპორის სამინისტროს მიერ "ქართული ხალხური სიმღერისა და საშობაო საგალობლების საუკეთესო შესრულებისათვის" გამოცხადებულ კონკურსში წარმატებისათვის.

ამავე გადაცემაში ანსამბლ "ჰერულას" წევრებმა ორი მუსიკალური ნომერი შეასრულეს, "ფესვები" და "დაიგვიანეს", რომლებიც თემატურად მიეძღვნა სამშობლოს მოწყვეტილ ქართველებს.

2016-03-07 12:04:52
image ful zoom

www.000webhost.com