TV-Radio მედია


imedi-TV _ დამოუკიდებლობის დღე _ ჰერული მრავალჟამიერით

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ტელეკომპანია იმედის „დღის შოუს“ ეთერში მიწვეულმა ჰერეთის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ჰერულამ“ სრულიად საქართველოს „ჰერული მრავალჟამიერით“ მიულოცა დამოუკიდებლობის დღე.

ამ დღესთან დაკავშირებით ტელე-იმედის „დღის შოუ“ გადაიცემოდა განსაკუთრებული ფორმატით, აღლუმის მიმდებარე რუსთაველის პროსპექტიდან, ლამაზი ვიზუალური ხედის მქონე რუსთაველის თეატრის ღია აივნიდან, საიდანაც მთელს პროსპექტზე მიმდინარე სადღესასწაულო ღონისძიებები ხელის გულზე იყო გადაშლილი.

პროსპექტზე საზეიმო განწყობებით გამოწვეული დიდი ხმაურის ფონზე ჰერეთის (საინგილოს) ანსამბლის წევრებმა მეტად რთულ ვითარებაში გააჟღერეს ჰერული მრავალჟამიერი. სიმღერის შემდგომ ანსამბლის ხელმძღვანელმა, ვასილ პაპიაშვილმა დამოუკიდებლობის დღესასწაული მიულოცა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს.

2016-05-29 13:59:55
image ful zoom

www.000webhost.com