სიახლეები


თბილისში გამართული დიასპორის ფორუმის მნიშვნელობა და მისი შეფასებები

19 ივნისს ქართული დიასპორის მთავარი საინფორმაციო სააგენტოს ვებ-გვერდზე diaspora.ge გამოქვეყნდა სტატია სათაურით „27-28 მაისს, თბილისში გამართული დიასპორის ფორუმის მნიშვნელობა და მისი შეფასებები ქართული დიასპორის წარმომადგენლების მხრიდან“. სტატიაში, სხვა რესპონდენტებს შორის არის ჰერეთის ფოლკლორული ანსამბლი ჰერულას სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი პაპიაშვილის მცირე ინტერვიუ:

„ჰერეთიდან ჩამოსულმა ფოლკლორული ანსმაბლ „ჰერულას“ ხელმძღვანელმა გიორგი პაპიაშვილმა კი გაგვიმხილა, რომ მისთვის “მრავალმხრივ ძალიან საინტერესო იყო დიასპორის ფორუმი, კერძოდ: ჩამოყალიბდა ახალი ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნის ქართულ დიასპორებს შორის, დაისახა რაღაც სახის ერთობლივი გეგმები და პროექტები ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ. ჩემთვის პირადადაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ღონისძიება, უამრავი გულანთებული პატრიოტი გავიცანი, ჩამოგვიყალიბდა მეგობრული ურთიერთობები. სამომავლოდ ვფიქრობ დავგეგმაავთ ერთობლივ კულტულურ_შემეცნებით ღონისძიებებს”.

სრული ინტერვიუ იხილეთ მისამართზე: http://diaspora.ge/27-28-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a1-%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a/

სტატიის ავტორი: ვასილ პაპიაშვილი

2018-07-16 07:56:10

www.000webhost.com