სიახლეები


პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტის მონაწილე ანსა

პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტის მონაწილე ანსამბლი ჰერეთიდან

29 ივნისს, ჰერეთის ფოლკლორული ანსამბლი ჰერულა წარსდგა შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში გამართულ კონცერტზე, სახელწოდებით, „კიდევაც დაიზრდებიან“. კონცერტი, რომელიც მიეძღვნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს, შედგა აშშ-ში მოქმედი ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის „იბერიელები“-ის ორგანიზებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხარდაჭერით.

ანსამბლ ჰერულას წევრებმა დამსწრე მაყურებელს წარუდგინეს „ჰერული მრავალჟამიერი“. სიმღერა, რომელმაც წარმატებას მიაღწია 2016 წელს დიასპორის სამინისტროს ეგიდით გამართულ საერთაშორისო სიმღერის კონკურსში.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ზვიად გონაძემ.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საიუბილეო თარიღის მნიშვნელობაზე და ისაუბრა საზღვარგარეთ მოქმედი ფოლკლორული ანსამბლების უმნიშვნელოვანეს როლზე, რომელსაც ისინი ასრულებენ ქართული კულტურის პოპულარიზაციაში. ზვიად გონაძემ ასევე აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

აგრეთვე იხილეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ბმული: http://mfa.gov.ge/News/tbilisshi-qoreografiuli-ansamblis-iberielebi-konce.aspx

სტატიის ავტორი, ვასილ პაპიაშვილი

2018-07-16 08:25:16

www.000webhost.com