როგორ იქმნებოდა ანსამბლი ჰერულა     (ნაწილი I)

ანსამბლი „ჰერულა“

ხელმძღვანელის წლიური ნარატიული ანგარიში

2011

 

თავი I.

 

ტექნიკური მონაცემების ცხრილი:

ორგანიზაციის დასახელება

 

ანსამბლი "ჰერულა"

ხელმძღვანელი პირის სახელი, გვარი

ვასილ პაპიაშვილი

ნარატიულ ანგარიშში აღწერილი პერიოდის დაწყების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)

 

25.08.2011

ნარატიულ ანგარიშში აღწერილი პერიოდის დასრულების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)

31.12.2011

ნარატიული ანგარიშის შევსებაზე პასუხისმგებელი პირი

ვასილ პაპიაშვილი, ხელმძღვანელი

ნარატიული ანგარიშის შევსების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)

31.12.2011

ხელმძღვანელი პირის საკონტაქტო ინფორმაცია

vasilpapai@gmail.com

 

 

თავი II.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების ცხრილი:


თარიღი

ღონისძიების დასახელება

აქტივობის ლოკაცია

ჩართვის ფორმა

18 სექტემბერი

ჰერეთის საღამო

კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს (ქათმისხევი) ქართული თეატრის

თანაორგანიზატორი და მონაწილე

28 სექტემბერი

კონცერტი, საერთაშორისო ფესტივალი „ჩვენებურები-15“

ბათუმის სახელმწიფო თეატრი

მონაწილე

29 სექტემბერი

კონცერტი, საერთაშორისო ფესტივალი „ჩვენებურები-15“

ანაკლია

მონაწილე

1 ოქტომბერი

გალა-კონცერტი, საერთაშორისო ფესტივალი „ჩვენებურები-15“

გრიბოედოვის თეატრი, თბილისი

მონაწილე

2 ოქტომბერი

საერთაშორისო ფესტივალი „ჩვენებურები-15“-ის დახურვა

მთაწმინდის პარკი თბილისი

მონაწილე

15 ნოემბერი

ფოლკლორისა და სასულიერო მუსიკის ბათუმის მე-6 საერთაშორისო ფესტივალი

ბათუმის კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზი

მონაწილე



თავი III

ანსამბლის ხელმძღვანელის დამატებითი განმარტებები

 

საკითხი I

ანსამბლის დაარსების პერიპეტიები

ჩემი მხრიდან ანსამბლ „ჰერულას“ დაარსება ჩვენი კუთხის „ქართული კულტურის ცენტრის“ განადგურების ერთგვარი კომპენსაციის იდეას ემსახურებოდა და ამ სამწუხარო ფაქტის შემდგომ ხალხში გაჩენილი ნიჰილიზმის დაძლევას ისახავდა მიზნად. 2010 წლის 19 იანვრის შემდეგ ფაქტობრივად აღარც ანსამბლი ლაზარე („კახის შვიდკაცას“ მემკვიდრე) მოქმედებს და ის სიკეთეებიც დაიკარგა, რაც ქართული კულტურის ცენტრს მოჰქონდა კახში ეთნო-კულტურული იდენტობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ხოლო, თვით ამ ცენტრის საეჭვო ვითარებაში განადგურებისა და მისი აღდგენის ფორმალური მიზეზებით შეყოვნების ფაქტი კახის ქართველ მოსახლეობაში კატასტროფული იმედგაცრუების საფუძველია. ბოლო ხანებში კახში არაერთხელ მომისმენია, რომ ქართული ანსამბლის ყოლა წარსულის ფუფუნებაღა იყო და რომ ახალი ანსამბლის გამოჩენის მოლოდინი უტოპიას წარმოადგენდა.

ამ საყოველთაო უიმედობის დაძლევისა და ქართული კულტურის ფლაგმანი ხალხური სიმღერების სფეროში გაჩენილი ვაკუუმის ამოვსების საუკეთესო გზად ახალი ანსამბლის დაარსება მივიჩნიე. ანსამბლი, რომელიც არა უბრალოდ პერიფერიული რეგიონის ანსამბლი იქნებოდა, არამედ საშემსრულებლო ოსტატობით დაეწეოდა საქართველოს მთავარ ანსამბლებს და ამით ჰერეთის ქართველობას გაუღვიძებდა სიამაყის გრძნობას. ყოველი ახალი თაობა ლხინისა და ჭირის სუფრაზე ეცნობა იმ კულტურულ მარკერებს, რაც მის „მშობლიურ“ შეგნებას აყალიბებს. და ამ პროცესში, ცხადია, უდიდესი ფუნქცია აკისრია ამ კულტურული მარკერების პრეზენტატორს, ამ შემთხვევაში კი ანსამბლს.

ერთიანი ეთნოგრაფიულ-კულტურული ორგანიზმისაგან მოწყვეტილ ისეთ რეგიონში, როგორც არის ჰერეთი (საინგილო), საქართველოსაგან განსხვავებით, ხალხური მუსიკის მასწავლებლების, მით უმეტეს ლოტბარების არსებობა წარმოუდგენელი ფუფუნება. ამ ფონზე ახალი მუსიკალური ანსამბლის შექმნის აზრი ჭაობზე სახლის აშენებას ჰგავს. ამდენად, ანსამბლის ჩამოყალიბების მიზნით წევრების მოძიებისა და მათი მუსიკალური დახვეწის სამუშაო განწირულია ჩემს კისერზე გადასავლელად. და ეს მაშინ, როცა მე მხოლოდ თვითნასწავლი ვარ და მუსიკალური განათლებასთან შეხება არასოდეს მქონია. ამ დანაკლისს სიმღერისადმი განსაკუთრებული სიყვარულით ვანაზღაურებ.

ანსამბლ „ჰერულას“ დაარსების მიზნით მოსამზადებელი სამუშაოები 25 აგვისტოს დავიწყე. როცა დიასპორის სამინისტროს თანამშრომელი, ჩემი მეგობარი თემურ ტარტარაშვილი თბილისიდან დამიკავშირდა და მთხოვა „ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში“ წასვლის მსურველი კაკელი ახალგაზრდების სია შემედგინა და ახალგაზრდების შერჩევის მიზნით ჩავატარე ინტელექტუალური კონკურსი, მაშინ სიაში რამდენიმე ადგილი გავითვალისწინე ცეკვა-სიმღერის ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდებისათვის. ამ ახალგაზრდებთან ერთად ანაკლიის ბანაკში 6 სექტემბერს ჩავატარეთ „ჰერეთის საღამო“.

კახში დაბრუნების შემდეგ ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფთან „ჰერეთის სიყვარულით“ შეთანხმებით გადავწყვიტეთ კახშიც გაგვემართა იგივე ღონისძიება „ჰერეთის საღამო“, რაც ანაკლიაში გავმართეთ. ვინაიდან რაიონულ ცენტრში მდებარე კახინგილოსა და კაკისთავის ქართული კულტურის სახლები (საკონცერტო დარბაზები) სავალალო მდგომარეობაშია, გადავწყვიტეთ საღამო გაგვემართა სოფელ ალიბეგლოს თეატრში. მით უფრო, რომ „ჰერეთის სიყვარულით“ დამფუძნებლები თემურ და ზაზა სუყაშვილები აღნიშნული სოფლის წარმომადგენლები არიან.

16 სექტემბერს ჩავედი სოფელ ალიბეგლოში, რათა სიმღერის ნიჭის მქონე ახალგაზრდები მომეძია. ადგილზე ამ საქმეში დამეხმარა თემო სუყაშვილი, რომელიც მისი სოფლის ახალგაზრდებს უკეთ იცნობს. აქ გავიცანი ალეკო ჭაჭაშვილი, ნიკა ბარიხაშვილი, ირაკლი ასლამაზაშვილი და ალუდა ემრაშვილი და გავმართეთ პირველი რეპეტიცია. 18 სექტემბერს კი ანსამბლი „ჰერულა“ ამ შემადგენლობით პირველად დადგა სცენაზე.

მეორე დღეს, 19 სექტემბერს დიასპორის მინისტრის აპარატიდან დამირეკა თემო ტარტარაშვიმა და შემომთავაზა ჰერეთის სახელით საერთაშორისო ფესტივალში „ჩვენებურები-15“ მონაწილეობის მიღება. დავუკავშირდი ალიბეგლოს ოთხეულს, რომელთაგან სამმა ფესტივალში მონაწილეობის მიღების მზადყოფნა გამოხატა. მაგრამ ბათუმსა და ანაკლიაში წამოსვლას მხოლოდ ირაკლი ასლამაზაშვილი დათანხმდა, რომელსაც ბათუმში ნაცნობები ჰყავდა.

ანსამბლში წევრების დამატების მიზნით საჭირო გახდა სასწრაფოდ ახალი ბიჭების მოძიება. კახში მსურველი ვერავინ ვიპოვე. მაშინ გავიგე, რომ რუსთავში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე მიშკა ნუროშვილი, რომელსაც ბავშვობის პერიოდში საფეხბურთო სკოლიდან ვიცნობდი, თურმე ერთ-ერთ ეკლესიაში გალობდა. დავურეკე მას, გავახსენე თავი და მიშა ანსამბლ ჰერულას შემოუერთდა. აგრეთვე მოვიძიე და დავუკავშირდი რამდენიმე სხვა ახალგაზრდას, რომლებმაც არ ისურვეს ანსამბლში ჩართვა.

ამრიგად, ფესტივალ ჩვენებურების ფარგლებში ანაკლია-ბათუმში გასამართ კონცერტზე ჰერულას სახელით წამსვლელი აღმოვჩნდით მხოლოდ სამნი. მაშინ ჩემს ძმას, დავით ზურაბის ძე პაპიაშვილს ვთხოვე აღნიშნულ ქალაქებში ჩვენთან ერთად წამოსულიყო და ბანში დაგვხმარებოდა. თბილისში კი დანარჩენი წევრები შემოგვიერთდებოდნენ.

ამრიგად, ანსამბლის შექმნის პირველ ეტაპზე მუსიკალური თანამშრომლობა შედგა შემდეგ შვიდ ახალგაზრდას შორის:

1.       ვასილ პაპიაშვილი

2.       ალეკო ჭაჭაშვილი

3.       ნიკა ბარიხაშვილი

4.       ირაკლი ასლამაზაშვილი

5.       ალუდა ემრაშვილი

6.       მიშა ნუროშვილი

7.       დავით პაპიაშვილი

 

დეკემბერში, როცა საქართველოში ვიმყოფებოდი, დავურეკე იქ მყოფ წევრებს, მიშას, ალეკოს და ნიკას და რუსთავში, ჩემს სახლში ჩავატარეთ რეპეტიცია (ნიკას გარდა).

ამრიგად, ვფიქრობ ამ ენთუზიაზმით მნიშვნელოვან წამოწყებას ჩავუყარე საფუძველი.



 

_________________

ნარატიული ანგარიშის შევსებაზე პასუხისმგებელი პირი:               

ანსამბლ „ჰერულას“ ხელმძღვანელი

ვასილ პაპიაშვილი

 

31.12.2011




www.000webhost.com