როგორ იქმნებოდა ანსამბლი ჰერულა     (ნაწილი II)

ანსამბლი „ჰერულა“

ხელმძღვანელის წლიური ნარატიული ანგარიში

(მეორე საანგარიშო პერიოდი)

2012-2013

 

თავი I.

 

ტექნიკური მონაცემების ცხრილი:

ორგანიზაციის სრული დასახელება

 

ანსამბლი "ჰერულა"

ხელმძღვანელი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა

ვასილ პაპიაშვილი, ხელმძღვანელი

ნარატიულ ანგარიშში აღწერილი პერიოდის დაწყების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)

 

21.09.2012

ნარატიულ ანგარიშში აღწერილი პერიოდის დასრულების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)

02.04.2013

ნარატიული ანგარიშის შევსებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა

ვასილ პაპიაშვილი, ხელმძღვანელი

ნარატიული ანგარიშის შევსების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)

10.04.2013

ხელმძღვანელი პირის საკონტაქტო ინფორმაცია

vasilpapiashvili@gmail.com

 

 

თავი II.

შინაარსობრივი ცხრილი:


1.

ანსამბლის წევრთა შემადგენლობა საანგარიშო პერიოდის საწყის თარიღში

1.       ვასილ პაპიაშვილი

2.       მიშა ნუროშვილი

5.       ალეკო ჭაჭაშვილი

6.       ნიკა ბარიხაშვილი

2.

ანსამბლის წევრთა შემადგენლობა საანგარიშო პერიოდის დასასრულს

1.       ვასილ პაპიაშვილი

2.       ბაჩუკი ისაშვილი

3.       გიორგი პაპიაშვილი

4.       ალუდა ჯანაშვილი

5.       ალეკო ჭაჭაშვილი

6.       მიშა ნუროშვილი

7.       ვახო სუყაშვილი

8.       გიორგი ოთარაშვილი

9.       ლაშა ოთარაშვილი

10.       დავით (ზაურის ძე) პაპიაშვილი

შენიშვნები:
ამ (მეორე) საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის ანსამბლის პირვანდელი წევრებიდან მხოლოდ ოთხნი შემოვრჩით: მე, მიშა, ალეკო და ნიკა. თუმცა, მათ შორის ნიკა ბარიხაშვილმა საახალწლო შესვენების შემდეგ 2013 წლის შეკრების დროს განაცხადა, რომ უნივერსიტეტში სწავლის გადატვირთული გრაფიკის გამო ვეღარ შეძლებდა რეპეტიციებზე სიარულს. რაც შეეხება პირველი გუნდის დანარჩენ მონაწილეებს, ირაკლი ასლამაზაშვილი ჩვენებურების ფესტივალის შემდეგ კავშირზე აღარ გამოსულა. ჩემი ძმა, დავით ზურაბის ძე პაპიაშვილი, მხოლოდ ჩვენებურების ფესტივალისთვის დაგვეხმარა, რეალურად არც მაშინ ჰქონდა ანსამბლში სიმღერის ინტერესი. ხოლო ალუდა ემრაშვილმა, როცა ანსამბლის განახლების შესახებ შევატყობინე, მითხრა, რომ თბილისში რეპეტიციებზე ჩამოსვლას ვერ შეძლებდა, კახში კი თებერვლის რეპეტიციებზე დადიოდა პატიოსნად. თებერვალში კახში ყოფნისას, გარდა ალუდა ემრაშვილისა, მე და ბაჩუკის რეპეტიციებზე შემოგვიერთდნენ ასევე ლევანი ტარტარაშვილი (სოფელ ალათემურიდან) და გელა ფოლადაშვილი (სოფელ მეშაბაშიდან). თვეზე მეტი ხნის განმავლობაში (1 თებერვლიდან 8 მარტამდე) ეს ადამიანები მოდიოდნენ რეპეტიციაზე, მაგრამ იმის გამო, რომ ჰერეთში ცხოვრობენ და ფინანსური პრობლემები ჰქონდათ, მიმდინარე საანგარიშო პერიოდში თბილისში გამართულ არც ერთ ღონისძიებაზე არ გამოჩენილან ანსამბლის რიგებში. კახში კი, ქართული კულტურის სახლებში (დარბაზებში) არსებული პრობლემების გამო, რაც წინა (პირველ) ნარატიულ ანგარიშში აღვწერე, მეორე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ღონისძიების გამართვა შეუძლებელი იყო.

1)       ალუდა ჯანაშვილი კახის სკოლაში ჩემი კლასელი იყო. ანსამბლ ჰერულას შემოუერთდა 19 დეკემბერს „ჰერეთის დღეებზე“.

2)       გიორგი პაპიაშვილი გავიცანი 19 დეკემბერს „ჰერეთის დღეებზე“, ხოლო ანსამბლ ჰერულას 22 დეკემბერს სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გამართული პრეზენტაციის შემდეგ შემოუერთდა.

3)       აგრეთვე, მეორე საანგარიშო პერიოდში ანსამბლთან ერთად გარკვეული ხნით ანსამბლთან ერთად მეცადინეობდნენ გოგა ცანკაშვილი (დედით ჰერელი), ზაზა დუკაშვილი. ანსამბლში გაწევრიანევა შევთავაზე ოთარი მუშკუდიანს (დედით ჰერელი პროფესიით მუსიკოსი), რომელიც დროის უქონლობის გამო არ დათანხმდა.

3.

ანსამბლის საკუთრებაში არსებული ქონება საანგარიშო პერიოდის საწყის თარიღში

ქონება არ ირიცხება

4.

ანსამბლის საკუთრებაში არსებული ქონება საანგარიშო პერიოდის დასასრულს

ქონება არ ირიცხება

5.

ანსამბლის სარგებლობაში (არა საკუთრების ფორმით) არსებული ქონება საანგარიშო პერიოდის საწყის თარიღში

ქონება არ ირიცხება

6.

ანსამბლის სარგებლობაში (არა საკუთრების ფორმით) არსებული ქონება საანგარიშო პერიოდის დასასრულს

ქონება არ ირიცხება

7.

ანსამბლის მიერ დაქირავებული მომსახურება (მიმდინარე)

მომსახურება არ ფიქსირდება

8.

საანგარიშო პერიოდის მიზანი/მიზნები

1. ანსამბლის აღდგენის მიზნით მუსიკალური სმენის მქონე ჰერელი ახალგაზრდების მოძიება, მათი მუსიკალური მომზადება;
2. კახში სარეპეტიციო ადგილის პრობლემის მოგვარება;
3. თბილისში სარეპეტიციო ადგილის პრობლემის მოგვარება;

9.

განხორციელებული მიზნები

1. ანსამბლის აღდგენის მიზნით მუსიკალური სმენის მქონე ჰერელი ახალგაზრდების მოძიება, მათი მუსიკალური მომზადება (სრულად);
2. კახში სარეპეტიციო ადგილის პრობლემის მოგვარება (ნაწილობრივ);
3. თბილისში სარეპეტიციო ადგილის პრობლემის მოგვარება (ნაწილობრივ);

10.

განუხორციელებელი მიზნები და ხელის შემშლელი ფაქტორები

განუხორციელებელი მიზანი არ არის


საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები

თარიღი

ღონისძიების დასახელება

აქტივობის ლოკაცია

ჩართვის ფორმა

19 დეკემბერი

ჰერეთის დღეები

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტ.

თანაორგანიზატორი და მონაწილე

22 დეკემბერი

ორი პრეზენტაცია

თბილისის სამეცნიერო ბიბლიოთეკა

მუსიკალური გაფორმება

25 დეკემბერი

პატრიარქის აღსაყდრების იუბილის მილოცვა

სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრი (თბილისი)

მუსიკალური გაფორმება

27 დეკემბერი

„წითელი ჯვრის“ საქველმოქმედო ღონისძიება

ვარკეთილის ხანდაზმულთა სახლი

მუსიკალური გაფორმება

7 იანვარი

ქრისტეშობის ღამისთევა

კაკის წმ. გიორგის ეკლესია

სიმღერა-გალობა

30 მარტი

საქველმოქმედო კონცერტი სოფელ გამარჯვების ეკლესიის ასაშენებლად

დედოფლისწყაროს საკონცერტო დარბაზი

მონაწილე

2 აპრილი

საქველმოქმედო ღონისძიება გალის რაიონის სკოლების დასახმარებლად საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ორგანიზებით

მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრი (თბილისი)

მონაწილე

2 აპრილი

წიგნების შეგროვების აქცია გალის რაიონის სკოლებისთვის საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ორგანიზებით

მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრი (თბილისი)

ანსამბლის სახელით გადავეცი 20 ბროშურა _ "ჰერეთი", ორი კრებული _ "ფესვების ძახილი" და ორი წიგნი _ "ჰერეთის ისტორია".




თავი III

ანსამბლის ხელმძღვანელის დამატებითი განმარტებები

საკითხი I

ფუნქციონირება

მეორე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჩემი საქმიანობის უპირველეს მიზანს წარმოადგენდა ანსამბლის მოქმედების განახლება და საამისოდ ახალი გუნდის ჩამოყალიბება.

ჩემ მიერ ანსამბლ ჰერულას შექმნისა და 2011 წელს განხორციელებული აქტივობების შემდეგ მძიმე გამოდგა 2012 წლის პირველი ნახევარი, როცა ანსამბლის მოქმედება ფაქტიურად შეჩერებული იყო. ამის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენდა ის, რომ ანსამბლის პირველი ხმის მომღერალი (ალეკო ჭაჭაშვილი) უმეტესწილად ვერ ახერხებდა ღონისძიებებზე და რეპეტიციებზე სიარულს. არც დანარჩენი წევრები გრძნობდნენ თავს ერთიანი სტაბილური გუნდის განუყოფელ ნაწილად.

ერთადერთი გამოსავალი გამოვნახე ანსამბლის სტრუქტურის გარდაქმნაში, რაც გულისხმობდა ჯერ ანსამბლ "ჰერულას" კარის გახსნას ნებისმიერი ნიჭიერი ახალგაზრდისათვის, ვინც კი წარმოშობით ჰერეთიდან (საინგილოდან) იყო, შემდეგ კი მათგან უკეთესების შენარჩუნებას. ფაქტიური მოქმედება დავიწყე სექტემბრიდან. ამ პროცესს მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა 2012 წლის ზაფხულში კაკის კულტურის სახლში ბაჩუკი ისაშვილის აღმოჩენამ, რომელსაც პირველი ხმის შემსრულებლისათვის საჭირო ნიჭი აღმოაჩნდა. საბედნიეროდ, როგორც შემდგომმა პერიოდმა გამოაჩინა, მას აგრეთვე აღმოაჩნდა დიდი პასუხისმგებლობისა და პუნქტუალურობის უნარი, რაც უმთავრესია წარმატებული თანამშრომლობისათვის. იმ მომენტისათვის ბაჩუკი თბილისის ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის პირველ კურსზე ჩაირიცხა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ჰერელი ახალგაზრდების მოძიებისა და ანსამბლის აღდგენის სამუშაოები უნდა გამეგრძელებინა თბილისში, სადაც ირიცხებოდნენ ჩვენი კუთხის წარმომადგენელი სტუდენტები. ყველა მათგანთან უნდა დამემყარებინა ურთიერთობა და გამეგო, ვის ჰქონდა მუსიკალური ნიჭი და ამ სფეროს ინტერესი. ამ მიზნით 2012 წლის მეორე ნახევარი მეტწილად საქართველოში გავატარე, სადაც ნელ-ნელა შევკრიბე ახალგაზრდების კოლექტივი. საქართველოში ყოფნისას თბილისში რეპეტიციებზე რუსთავიდან დავდიოდი, 2013 წელს კი კახიდან:

საქართველოში ჩასვლა-დაბრუნება საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით:

21.09.2012 – 20.11.2012
28.11.2012 – 30.12.2012
22.01.2013 - 25.01.2013
05.02.2013 - 08.02.2013
26.02.2013 – 28.02.2013
12.03.2013 – 22.03.2013
26.03.2013 – 29.03.2013
31.03.2013 – 05.04.2013

2012 წლის სექტემბრიდან 2013 წლის მარტამდე ანსამბლში წევრად მიღების მიზნით მოვამზადე არაერთ ჰერელ ახალგაზრდა. მათი გამოცდა დავიწყე 2012 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში გამართული 4 სხვადასხვა, მცირე თუ საშუალო მასშტაბის ღონისძიებაში მონაწილეობით. შედეგად რამდენიმე მათგანი მივიღე ანსამბლის წევრად. ამით ახალი გუნდის ჩამოყალიბების პირველი ეტაპი დასრულდა და დაიწყო ანსამბლ ჰერულას ახალი სიცოცხლე. ახალი გუნდის ჩამოყალიბების პროცესში ჰერეთის ფოლკლორული ანსამბლი ჰერულა შეუდგა მუსიკალური მიმართულებებისა და სამოღვაწეო არეალის გაფართოებას.

ახალი გუნდის ჩამოყალიბების პერიოდში ანსამბლმა გაიარა ურთულესი გზა, ბევრად მძიმე, ვიდრე ანსამბლის ჩამოყალიბება იყო და დაადგა შეუქცევადი განვითარების ეტაპს, ვინაიდან ეს ნახევარწლიანი მკვეთრი პროგრესი მოხდა ისეთი არსებითი პრობლემების ფონზე, როგორებიცაა:

·         საკუთარი სარეპეტიციო ადგილის არ ქონა;

·         საკრავი ინსტრუმენტების არ ქონა;

·         მატერიალურ-ფინანსური რესურსებისა და ანსაზღაურების გარეშე ყოფნა.

ჰერეთის (საინგილოს) ერთადერთი მოქმედი ანსამბლის შეუქცევადი განვითარების იმედს იძლევა ანსამბლის მონდომება და ენთუზიაზმი, რამაც დასახელებული სამი არსებითი და სხვა მრავალი პრობლემის ფონზე შესაძლებელი გახადა იმის განხორციელება, რაც ჩვენს გარიყულ კუთხეში აქამდე შეუძლებლად ჩანდა და შესაბამისად არასოდეს მომხდარა სტიმულთა არ არსებობის პერიოდის ჰერეთის (საინგილოს) ისტორიაში.

ამ პირობებში ფაქტიურად ერთადერთი გამოსავლის გზად მივიჩნიე სტიმულად იმედის დასახვა, იმ იმედისა, რომ ანსამბლის მიერ ნაჩვენები შედეგი იქნება ზემოთ ხსენებული მინიმუმ სამი არსებითი პრობლემის გადაჭრის მიზნით მხარდამჭერთა და თანამდგომთა გამოჩენის წინაპირობა.

ამრიგად, ჩემ მიერ გატარებული ღონისძიებების შემდეგ შესაძლებელია ასეთი შეფასების გაკეთება:

ანსამბლის წევრებმა მხოლოდ საკუთარი ძალებით შექმნეს არა მხოლოდ ანსამბლი ჰერულა, არამედ უპრეცედენტო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება უიმედო, სრულიად ნიჰილისტურ გარემოში ღირებული პროდუქტის შესაქმნელად საჭირო ბაზისის ჩამოყალიბება და სტრუქტურული გამართვა.

ჰერულას წევრებმა არა მხოლოდ ყოვლისმომცველ ნიჰილისტურ გარემოსა და ნულოვანი მატერიალური მხარდაჭერის გარეშე განვლეს ეს ურთულესი თვეები, არამედ ყველაფერი გააკეთეს, რომ რეორგანიზაციის პროცესში მუშაობის მაქსიმალური ინტენსივობისთვისაც მიეღწიათ, რაც, ზოგიერთ შემთხვევაში, კვირის განმავლობაში ყოველდღიურ მეცადინეობა-რეპეტიციებში აისახებოდა. ყოველგვარი შედეგი საკუთარი მიზერული მატერიალური შესაძლებლობებითა და ხარჯებით იქნა მიღწეული კახსა თუ თბილისში. მაგალითისათვის, ანსამბლის ხელმძღვანელს [ანუ მე] ყოველ კვირაში უწევდა და უწევს მგზავრობა რეპეტიციებზე კახიდან თბილისში (აზერბაიჯანიდან საქართველოში და პირიქით, რაც ერთი ახალგაზრდა თვითმოქმედი ადამიანისათვის დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული.

ანსამბლის წევრების ენთუზიაზმი ემყარება იმ იმედს, რომ ანსამბლის შედეგიანობის გაზრდისათვის გამოინახება გზები მინიმუმ ზემოთ ხსენებული სამი არსებითი პრობლემის გადაჭრისა. მარტო ოდენ ენთუზიაზმი, ისიც მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში, საკმარისია მხოლოდ საქმის წამოწყებისათვის და გარკვეულ დონემდე მისაყვანად. ცნობილი აქსიომაა, მნიშვნელოვანი საქმის მუდმივ და დინამიურ პროცესად ქცევისათვის, სტაბილურად ღირებული პროდუქტის შექმნისათვის საჭიროა და აუცილებელია ასეთივე სტაბილური ფინანსურ-მატერიალური გარემოება, რამაც უნდა უზრუნველყოს სამუშაო შემართებისა და სულისკვეთების შენარჩუნება და ენერგიისაგან გამოცლის პრევენცია.



საკითხი II

მოტივირება

ჩამოყალიბების პროცესში ანსამბლის წევრების მოტივირება უმთავრესი საკითხია, რომელიც ჩემგან დამაჯერებელ ლოგიკურ დასაბუთებებს მოითხოვდა, განსაკუთრებით კი, მათთვის ფინანსური მოტივაციის არ არსებობის ფონზე.

რატომ ვარ ჰერულას წევრი?

1) „მე შემეძლოს სიმღერა, ამ დროს კი ჰერეთს ანსამბლი არ ჰყავდეს, ეს ჩემი სირცხვილია“.

2) „ვიცი, რომ თუ მე ჰერეთის ანსამბლს ვაძლევ მორალურ თანადგომას, სამაგიეროდ ის მანიჭებს პრივილეგიას სხვა საკითხებში. მაგალითად, შეიძლება პირდაპირ ხელფასს ვერ ვიღებდე ამაში, მაგრამ, ჰერეთის უანსამბლოდ არ დარჩენაში ჩემი წვლილი რომ შემაქვს, ეს არის ძალიან დიდი მორალური კაპიტალი“.  (ჩანაწერი 2012 წლის დეკემბრის ბლოკნოტიდან)

 

 

საკითხი III

კადრებთან ურთიერთობების მენეჯმენტი

ჩამოყალიბების ეტაპზე მყოფი ანსამბლის ინტეგრაციის პროცესში ახალ წევრებთან ურთიერთობები ის საკითხია, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღებითა და სიფრთხილით ვეკიდები. თუ რა პრობლემებს ვაწყდები ამ ეტაპზე, კარგად ჩანს ჩემ მიერ 2013 წლის 10 მარტს შედგენილ „ანსამბლის ფუნქციონირების წესებში“, რომელსაც უცვლელად წარმოვადგენ წინამდებარე ნარატიულ ანგარიშში:

მიზნები და შიდა რეგულაციები

1.       ანსამბლ „ჰერულას“ მიზანია იყოს, არა უბრალოდ ჰერეთის ანსამბლი, არამედ საამაყო სახალხო ანსამბლი.

2.       ანსამბლის დევიზია _ ჰარმონია და პროფესიონალიზმი.

3.       ჰერულას წარმატება ანსამბლის თითოეული წევრის წარმატებაა და საზოგადოებაში საპატივსაცემო ადგილის დამკვიდრების წინაპირობა.

4.       საამისოდ, ჰერულას თითოეული წევრის მორალური ვალია ანსამბლის იმიჯზე ზრუნვა.

5.       ანსამბლს აქვს შიდა და გარე სამუშაო მიმართულებები

 

ანსამბლის წევრად მიღება

1.       რეორგანიზაციის შემდგომი ანსამბლი დაკომპლექტებულია იმ წევრებით, რომლებიც რეორგანიზაციის პროცესში წარმატებით მონაწილეობდნენ.

2.       ანსამბლში ახალი წევრის მიღება ხდება ანსამბლის წევრთა რეკომენდაციითა და ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.

 

ანსამბლის წევრის გარიცხვა

1.       ანსამბლის წევრის გარიცხვა ხდება:

ა) ანსამბლის წესების უხეში დარღვევის საფუძველზე;

ბ) წევრის მიერ ანსამბლიდან გასვლის თაობაზე მომართვის საფუძველზე;

გ) არასაპატიო მიზეზით 2 თვის განმავლობაში გამოუცხადებლობის გამო;

დ) ანსამბლის რეპუტაციის შემლახველი ქმედების საფუძველზე;

 

ანსამბლის სტრუქტურა

1.       მთავარი გუნდი

ა) მთავარ გუნდში ირიცხება ანსამბლის ყველა ის წევრი, რომელიც ინტენსიურად ესწრება ანსამბლის რეპეტიციებს.

2.       რეზერვი

ა) სარეზერვო შემადგენლობაში გადადის წევრი, როცა საპატიო მიზეზით 3 ან მეტი კვირის განმავლობაში გააცდენს რეპეტიციებს.

ბ) რეზერვში მყოფი წევრი ზედიზედ სამი რეპეტიციის გავლის შემდეგ უბრუნდება მთავარ გუნდს.

3.       პასიური წევრები (შავი სია)

ა) ორი კვირის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით რეპეტიციებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში წევრი ხვდება შავ სიაში.

ბ) კონცერტზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში წევრი ხვდება შავ სიაში.

გ) შავ სიაში მყოფი წევრი მთავარ გუნდს უბრუნდება მის მიერ დარღვეული გრაფიკის ორმაგი დროით ანაზღაურებისა და ანსამბლის მიერ განვლილი მასალის აღდგენის შემდეგ.

დ) შავ სიაში მყოფ წევრს ჩამორთმეული აქვს კონცერტში მონაწილეობის უფლება.

 

კონცერტებში მონაწილეობა

1.       კონცერტში მონაწილეობენ ის წევრები, რომლებიც აღნიშნული მომენტისათვის ყველაზე უკეთ არიან მომზადებულნი.

2.       კონკრეტულ სიმღერებს ასრულებენ ის წევრები, რომლებიც აღნიშნული სიმღერისათვის ყველაზე უკეთ არიან მომზადებულნი.

 

შიდა მიზნობრივი მიმართულებები

1.       აკადემიური ქართული ხალხური სიმღერები (კონტინგენტი)

პრიორიტეტი _ ქართლ კახური, ჰერული კილო.

2.       ქართული საეკლესიო საგალობლები (კონტინგენტი)

არასაკონტინგენტო პრიორიტეტი _ სადღესასწაულო საგალობლები

3.       ვოკალურ-ინსტრუმენტალური ფოლკლორული მუსიკა (კონტინგენტი)

პრიორიტეტი _ ტრადიციული

4.       ინსტრუმენტალური მიმართულება (კონტინგენტი)

პრიორიტეტი კონცერტებისათვის _ გაერთიანებული ნომრები, ტრადიციული ფოლკ.

პრიორიტეტი ჩანაწერებისათვის _ ნოვაცია

·         თითოეული მიმართულების ხელმძღვანელი ადგენს მისი მიმართულების რეპერტუარს და აცნობს ანსამბლის წევრებს. ხდება შერჩევა.

 

 

რეპეტიციები

1.       რეპეტიციების გასამართ ადგილსა და მისი საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაზე ზრუნავს ანსამბლის ხელმძღვანელი.

2.       რეპეტიციების განრიგი და დრო დგინდება ანსამბლის წევრების საერთო შეთანხმებით.

3.       რომელიმე წევრის მხრიდან შეთანხმების დარღვევა (დაგვიანება, არ გამოცხადება) ნიშნავს ანსამბლისა და მისი წევრების მიმართ უპატივცემულობის გამოვლინებას.

4.       რეპეტიციების ხანგრძლივობას, მის მიმდინარეობასა და შესვენებების დროს განსაზღვრავენ ანსამბლის წევრები.

5.       მეცადინეობის დროს ყოველგვარი იუმორისტული გადახვევა და სხვა საკითხებზე მსჯელობა იწვევს ყურადღების გაფანტვას და ხელს უშლის პროფესიონალიზმის განვითარებას, ამიტომ იკრძალება!

6.       იუმორისტული გადახვევები და სხვა საკითხებზე მსჯელობა შეიძლება შესვენებების დროს.

7.       ამ წესების დარღვევა ნიშნავს ანსამბლის, მისი ხელმძღვანელისა და სხვა წევრების მიმართ უპატივცემულობის გამოვლინებას.

კონცერტები

1.       მნიშვნელოვან კონცერტებზე კონკრეტულ სიმღერებს შეასრულებენ ის წევრები, რომლებიც იმ მომენტისათვის ყველაზე უკეთ არიან მომზადებული შესაბამისი სიმღერის/ებისათვის.

2.       მცირე ღონისძიებებზე ანსამბლი მუსიკალურ ნომრებს შეასრულებს შეძლებისდაგვარად ფართო შემადგენლობით და დიდი პასუხისმგებლობით. ამგვარი გადაწყვეტილება ახალბედა წევრების სცენასთან ფსიქოლოგიურ მიჩვევას ემსახურება.

გარე სამუშაო მიმართულება

1.       ურთიერთობა ორგანიზაციებთან. ფოლკლორული პროექტების დაგეგმვა-განხორციელების მიზნით ანსამბლის წევრები ხელმძღვანელთან ერთად ანსამბლ ჰერულას სახელით ურთიერთობას ამყარებენ საქართველოში და საზღვარგარეთ მოქმედ ანსამბლებთან და ორგანიზაციებთან.

2.       იმიჯი.

ანსამბლის თითოეული წევრის ვალია არ შელახოს ანსამბლის რეპუტაცია, იზრუნოს მის დადებით იმიჯზე. საამისოდ, ჩვენი მორალური ვალია საზოგადოებაში მოქცევა ისე, როგორც პატივსაცემი ანსამბლის ღირსეულ წევრს შეეფერება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საზოგადოებაში ანსამბლის სახეს წარმოვადგენთ.



საკითხი IV

რეპეტიციები

2012 წლის სექტემბრიდან ანსამბლის განვითარების სტრატეგია შეიცვალა და დაიწყო ახალი სიცოცხლე. ჰერულას შემოუერთდნენ ახალი წევრები, რამაც ანსამბლის რეპეტიციების სტაბილურობას დაუდო სათავე. მომდევნო თვეების განმავლობაში მეცადინეობის ინტენსივობის ზრდას პარალელურ ხაზად გაჰყვა ქართული ხალხური მუსიკით დაინტერესებული ახალგაზრდების შემომატება და ანსამბლის ზრდა. გააქტიურდა ენერგიული სვლა საშემსრულებლო დონის დახვეწა-დაოსტატებისაკენ. მარტოოდენ ენთუზიაზმის პირობებში წინსვლა რომ არ შეჩერებულიყო, ანსამბლმა თვითგამხნევების გზას მიმართა და რეპეტიციების სტაბილურ განრიგს თან დაურთო რიგგარეშე სარეპეტიციო დღეები, რაც, ზოგიერთ შემთხვევაში, კვირაში შვიდ დღიან მეცადინეობასაც კი აღწევდა. დღესაც ჰერულა ინტენსიური რეპეტიციების რიტმში ახერხებს მუშაობას მონაცვლეობით კახსა (აზერბაიჯანი) და თბილისში (საქართველო) [იხ. ანსამბლის ვებ-გვერდი]. ამ პერიოდის განმავლობაში ანსამბლმა ჰერულამ მხოლოდ და მხოლოდ, თვითშემართების, ურთიერთ გამხნევებისა და თვითსტიმულირების ხარჯზე შეძლო მსმენელის სიყვარულის მოპოვება.

დარბაზის პრობლემა _ ეს იყო პირველი სერიოზული ტექნიკური პრობლემა, რომელიც შეკრების პირველ ეტაპზე გაჩნდა. ამ პრობლემის მოგვარების მიზნით მივაკითხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის  წარმომადგენლებსა და ხელმძღვანელობას, რომლებთანაც ჩემი მაგისტრატურაში სწავლის პერიოდიდან მეგობრული ურთიერთობა მაქვს დამყარებული. მათ გავაცანი ჩემი ახლადწამოწყებული უანგარო საქმე და ვთხოვე სარეპეტიციო ოთახის გამოძებნაში დახმარება. მათ ამიხსნეს ფორმალური გზები, რომლითაც უნდა მიმემართა რექტორისათვის, თუმცა, რადგან რეპეტიციები პერმანენტული ხასიათისა იქნებოდა, მირჩიეს სტუდენტური თვითმმართველობისათვის მიმემართა.

უნივერსიტეტის თვითმმართველობისაგან უარის მიღების ალბათობის შემცირების მიზნით ვიფიქრე რომელიმე ავტორიტეტული სუბიექტის შუამდგომლობით მომხდარიყო ჩვენი მიმართვა. ამ მიზნით დავურეკე ჩემს მეგობარს დიასპორის სამინისტროში, თემურ ტარტარაშვილს, რომელიც დიასპორის სამინისტროს სახელით დაუკავშირდა უნივერსიტეტის თვითმმართველობას და მეორე დღიდან დაგვრთეს ნება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-8 კორპუსის დარბაზში რეპეტიციების გამართვისა. ეს დარბაზი ამჟამად ჩვენს სარეპეტიციო ადგილს წარმოადგენს.

ჰერულას წევრების ნაწილის საგამოცდო პერიოდთან დაკავშირებით ანსამბლის რეპეტიციები 2013 წლის იანვარ-თებერვალში შემდეგი განრიგითაა:

ორშაბათი 6.01.2013 14:00 _ კახი
სამშაბათი 7.01.2013 15:00 _ კახი
სამშაბათი 22.01.2013 16:00 _ თსუ
ხუთშაბათი 24.01.2013 16:00 _ თსუ
შაბათი 26.01.2013 12:00 _თსუ
სამშაბათი 29.01.2013 16:00 _ თსუ
ხუთშაბათი 31.01.2013 16:00 _ თსუ
პარასკევი 1.02.2013 12:00 _ კახი
კვირა 03.02.2013 14:00 _ თსუ
ორშაბათი 04.02.2013 12:00 _ კახი
სამშაბათი 05.02.2013 16:00 _ თსუ
ხუთშაბათი 07.02.2013 16:00 _თსუ
კვირა 10.02.2013 15:00 _ თსუ
პარასკევი 13.02.2013 11:00 _ კახი
ორშაბათი 15.02.2013 11:00 _ კახი
პარასკევი 18.02.2013 11:00 _ კახი
ორშაბათი 22.02.2013 11:00 _ კახი
პარასკევი 25.02.2013 11:00 _ კახი
პარასკევი 01.03.2013 11:00 _ კახი
ორშაბათი 04.03.2013 11:00 _ კახი
პარასკევი 08.03.2013 11:00 _ კახი

კახში ანსამბლისათვის სარეპეტიციო ადგილი ვერ მოვიძიე, კახისთავისა და კახინგილოს ქართული კულტურის სახლებში ზამთრისთვის გაუსაძლისი პირობებია (საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ შენობების რემონტსა და აღჭურვაზე არავინ ზრუნავს). ამიტომ დამრჩა ერთადერთი გზა, სოფელ კახისთავში ჩემს საცხოვრებელ სახლში ჩამეტარებინა ანსამბლის რეპეტიციები.

მარტის თვის მეორე ნახევრიდან რეპეტიციების გრაფიკი და ლოკაცია შევცვალე და, ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებასთან დაკავშირებით, მოვარგე სტუდენტების თავისუფალ დროს. მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა ამ თავისუფალი დროის გამონახვა, როცა ყველა შეძლებდა მოსვლას, ვინაიდან ჰერულას წევრი ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებელში სწავლობენ და დღის სხვადასხვა მონაკვეთში უტარდებათ ლექციები. გარდა ამისა, სხვადასხვა შემთხვევაში სარეპეტიციო ლოკაციამდე ტრანსპორტირება (საზოგადოებრივი ტრანსპორტით) 30 წუთიდან ერთ საათამდე დროს მოითხოვს.

ანსამბლი ჰერულა რეპეტიციების განრიგი მარტი-აპრილი-მაისი-ივნისი პერიოდისათვის:
სამშაბათი: 14:00 - 15:30 საკრავები >> თსუ
სამშაბათი: 15:30 - 17:00 ვოკალი >> თსუ
ხუთშაბათი: 16:00 - 17:30 საკრავები >> თსუ
ხუთშაბათი: 17:30 - 19:00 ვოკალი >> თსუ
კვირა: 15:00 - 18:30 ვოკალი >> თსუ

 

 

საკითხი V

ვებ-გვერდი

წევრების მოზიდვის მიზნით ანსამბლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და არსებული წევრების დამატებითი სტიმულირების მიზნით გადავწყვიტე გამეკეთებინა ანსამბლის ვებ-გვერდი. ჩემი პრიმიტიული ცოდნითა და ბიძაშვილის, კახა ყულოშვილის დახმარებით ანსამბლისთვის შევქმენი უმარტივესი ვებ-გვერდი, რომელიც განვათავსე ერთ-ერთ უფასო სერვერზე და ჰოსტინგერთა მიერ შემოთავაზებულ უფასო სუბ-დომენზე.

 

 

 

ბოლო თქმა

ამ ეტაპზე ანსამბლი ჰერულა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალებით ცდილობს საპატიო მიზნებისკენ სწრაფვას. მაგრამ ანსამბლს შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის სჭირდება დამატებითი სტიმული, რაც, თავის მხრივ, საჭიროებს არსებით მხარდაჭერასა და თანადგომას.

 

_________________

ნარატიული ანგარიშის შევსებაზე პასუხისმგებელი პირი:               

ანსამბლ „ჰერულას“ ხელმძღვანელი

ვასილ პაპიაშვილი

 

10.04.2013




www.000webhost.com