როგორ იქმნებოდა ანსამბლი ჰერულა     (ნაწილი III)

ჰერეთის ფოლკლორული ანსამბლი „ჰერულა“

ხელმძღვანელის წლიური ნარატიული ანგარიში

(მესამე საანგარიშო პერიოდი)

2013

 

თავი I.

 

ტექნიკური მონაცემების ცხრილი:

ორგანიზაციის სრული დასახელება

 

ჰერეთის (საინგილოს) ფოლკლორული ანსამბლი ჰერულა

ხელმძღვანელი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა

ვასილ პაპიაშვილი, სამხატვრო ხელმძღვანელი

ნარატიულ ანგარიშში აღწერილი პერიოდის დაწყების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)

 

02.04.2013

ნარატიულ ანგარიშში აღწერილი პერიოდის დასრულების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)

31.12.2013

ნარატიული ანგარიშის შევსებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა

ვასილ პაპიაშვილი, სამხატვრო ხელმძღვანელი

ნარატიული ანგარიშის შევსების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)

09.01.2014

ხელმძღვანელი პირის საკონტაქტო ინფორმაცია

vasilpapiashvili@gmail.com

 

 

თავი II.

შინაარსობრივი ცხრილი:


1.

ანსამბლის წევრთა შემადგენლობა საანგარიშო პერიოდის საწყის თარიღში

1.       ვასილ პაპიაშვილი

2.       ბაჩუკი ისაშვილი

3.       გიორგი პაპიაშვილი

4.       ალუდა ჯანაშვილი

5.       ალეკო ჭაჭაშვილი

6.       მიშა ნუროშვილი

7.       ვახო სუყაშვილი

8.       გიორგი ოთარაშვილი

9.       ლაშა ოთარაშვილი

2.

ანსამბლის წევრთა შემადგენლობა საანგარიშო პერიოდის დასასრულს

1.       ვასილ პაპიაშვილი

2.       ბაჩუკი ისაშვილი

3.       გიორგი პაპიაშვილი

4.       ალუდა ჯანაშვილი

5.       ალეკო ჭაჭაშვილი

6.       მიშა ნუროშვილი

7.       ვახო სუყაშვილი

8.       ბაჩო მარგველაშვილი

9.       ირაკლი ახალაია

შენიშვნები:
რეორგანიზაციის ეტაპზე ანსამბლის წევრთა დაკომპლექტების საკითხში ჩემი საკადრო ფილოსოფია ამგვარია: გუნდის კარის მუდმივად გახსნა ნიჭიერი ადამიანებისათვის. ან უნდა ჩავკეტოთ ანსამბლის კარი პრინციპით _ „ცოტანი ვიყოთ და კარგები“ და ამ გზაზე შეშადაუმატებელი ნაკვერჩხლებივით ნელ-ნელა მივილიოთ, ნელ-ნელა გავხდეთ ერთფეროვანი და უინტერესო, რისთვისაც განწირულია ყველა ჩაკეტილი ორგანიზაცია, ან უნდა გავხსნათ კარები და ანსამბლს მუდმივად მივაწოდოთ ახალი სისხლი, ახალი სიცოცხლე, გზა მივცეთ ახალ ნიჭს, სიახლეს, ინდივიდუალიზმს და ამგვარად გავხდეთ, ერთი მხრივ, მრავალფეროვანი და, მეორე მხრივ, გავზარდოთ შიდა კონკურენცია.

1)       თებერვლის თვეში საცდელ წევრად მივიღე დავით ზაურის ძე პაპიაშვილი, რომელიც სწავლობს თბილისის სასულიერო სემინარიაში. მას არა აქვს მუსიკალური განათლება. მაგრამ აქვს მუსიკალური სმენა, თუმცა ძალიან მერყევი. განსაკუთრებით გამორჩეულია პიროვნული თვისებებით, პასუხისმგებლობის გრძნობით, პუნქტუალობითა და გულისხმიერებით. მისი ამ სასარგებლო პიროვნული თვისებების გამო ვცადე, რომ მიმეყვანა ოპტიმალურ ფორმამდე და შემენარჩუნებინა ანსამბლში, მაგრამ მისი მუსიკალური პოტენციალი არ აღმოჩნდა საკმარისი კარგი ვოკალური ანსამბლის წევრობისთვის. ვოკალური თვალსაზრისით მის უარყოფით მხარეს წარმოადგენს, დაბალი ხმა, მელოდიის დამახსოვრებასთან დაკავშირებული სირთულე, მერყევი სმენა, ბგერის დეტონაცია.

2)       ივნისის დასაწყისში გიორგი პაპიაშვილის რეკომენდაციით ანსამბლში დასარტყამ ინსტრუმენტზე შევამოწმე სამთაწყაროს მკვიდრი ჰერელი ბიჭი, გიორგი ფიროსმანაშვილი. აღმოაჩნდა საკმაოდ კარგი ხელის ტექნიკა და ნორმალური რიტმის გრძნობა. დასარტყამი ინსტრუმენტის დაუფლების პოტენციალი აქვს. მის პრობლემას წარმოადგენს თვლების დასასრულის ზუსტი აღქმა. ეს ახალგაზრდა ვიახლე 6 ივნისს დედოფლისწყაროში გამართულ კონცერტზე, სადაც, დებიუტის კვალობაზე ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. მაგრამ თბილისში დაბრუნების შემდეგ მითხრა, რომ რეპეტიციებზე ვერ ივლიდა, რადგან შემოსავლის გამო რუსთავში მუშაობდა და დრო არ ჰქონდა.

3)       გიორგი ოთარაშვილი და ლაშა ოთარაშვილი ზაფხულის განმავლობაში კახში ყოფნის პერიოდში კაკისთავის კულტურის სახლში მიმდინარე რეპეტიციებზე არც ერთხელ არ გამოცხადდნენ ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა ან შეტყობინების გარეშე, რის გამოც ანსამბლში აღარ ირიცხებიან.

4)       ირაკლი ახალაია და ბაჩო მარგველაშვილი ანსამბლში მივიღეთ ჰერულას წევრის, ალეკო ჭაჭაშვილის რეკომენდაციით. ორთავეს აქვს მუსიკალური განათლება, ამჟამად სწავლობენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სადირიჟორო ფაკულტეტზე და ხალხური სიმღერების მხრივ არიან გომარ სიხარულიძის სტუდენტები. ივნისის ბოლოს ალეკოს მიპატიჟებით ვიყავით მისი სტუდენტური გუნდის წლის შემაჯამებელ კონცერტზე, სადაც დავაკვირდით ამ ბიჭებს. სექტემბერში კახში ყოფნისას მე და ბაჩუკი ისაშვილმა ვიმსჯელეთ ანსამბლ ჰერულაში ამ ორი ბიჭის შესაძლო მიღების დადებით და უარყოფით მხარეებზე. ჰერეთის ანსამბლში არაჰერელი წევრების მიღების საკითხს სიფრთხილით ვეკიდებოდი. გავითვალისწინეთ ისიც, რომ ზაფხულის შემდეგ ანსამბლში 7 წევრი ვიყავით დარჩენილი და ამ ფონზე ირაკლი ახალაიასა და ბაჩო მარგველაშვილის ანსამბლში მიღების საკითხი დადებითად გადავწყვიტეთ. ოქტომბრის თვიდან არიან ანსამბლ ჰერულას წევრები და აკაპელაში ასრულებენ ბანს. ასევე, ძალიან მაღალ დონეზე ფლობენ კლასიკური ფანდურის ტექნიკას.

3.

ანსამბლის საკუთრებაში არსებული ქონება საანგარიშო პერიოდის საწყის თარიღში

ქონება არ ირიცხება

4.

ანსამბლის საკუთრებაში არსებული ქონება საანგარიშო პერიოდის დასასრულს

I)        მუსიკალური საკრავი ინსტრუმენტები

1.       მაღალი დაჭიმულობის ქრომატული ფანდური [ერთი ერთეული]. ღირებულება: 400 ლარი (მათ შორის: ვასილ პაპიაშვილის პირადი ანგარიშიდან გადახდილი თანხა – 100 ლარი, საქართველოს დიასპორის სამინისტროს მიერ გადახდილი თანხა 300 ლარი + ოსტატის ფ/პ საშემოსავლო გადასახადი 60 ლარი). ოსტატი: გიორგი ფხალაძე, ხის მასალა: კორპუსი – თუთა, დეკა – ფიჭვი, გრიფის ძირითადი სარტყლები – წაბლი (წილი გრიფის მოცულობაში – 80%),  გრიფის გრძივი შემკვრელი – ბზა (სიგანე - 2 მმ., წილი გრიფის მოცულობაში – 10%), გრიფის დაფა – კაკალი (წილი გრიფის მოცულობაში – 10%), ლადები – ბზა, ჯორაკი – კაკალი,  დამჭერები – კაკალი. ზომა: დიაპაზონი ჯორაკსა და ჩამკეტ ლადს შორის – 50 სმ. ვიზუალი: გრიფის თავი – გედის თავის გამოსახულება ფრთების ასოციაციით გაფორმებული დამჭერების ფონზე. დეკის პირი – ჯვრის ასოციაცია (ფიჭვის რგოლზე გარედან ოთხი მხრიდან მიერთებული კაკლის ფრაგმენტები).

2.       ბანი-ფანდური [ერთი ერთეული]. ღირებულება: 130 ლარი. ოსტატი: მერაბ ბაიდოშვილი. მასალა: წიფლის ხე.

3.       ლადებიანი ჩონგური [ერთი ერთეული]. ღირებულება: 130 ლარი. ოსტატი: მერაბ ბაიდოშვილი. მასალა: წიფლის ხე. შენიშვნა: წიფლის ხის აკუსტიკის სპეციფიკურობიდან გამომდინარე დანიშნულება შევუცვალე და ვიყენებთ დაბალი სიხშირული ბგერის მქონე ფანდურის სახით, რომლის ჟღერადობა ჩვეულებრივ ფანდურისა და ბანი ფანდურის ჟღერადობას შორის მდებარეობს.

4.       ბონგო [ერთი ერთეული]. ღირებულება: 278 ლარი.

5.

ანსამბლის სარგებლობაში (არა საკუთრების ფორმით) არსებული ქონება საანგარიშო პერიოდის საწყის თარიღში

ქონება არ ირიცხება

6.

ანსამბლის სარგებლობაში (არა საკუთრების ფორმით) არსებული ქონება საანგარიშო პერიოდის დასასრულს

ქონება არ ირიცხება

7.

ანსამბლის მიერ დაქირავებული მომსახურება (მიმდინარე)

დომენის herula.ge ერთწლიანი მომსახურება (05.2013-დან 05.2014-მდე), მომწოდებელი _ შპს. კავკასუს ონლაინი, ხარჯი _ 30 ლარი.

8.

საანგარიშო პერიოდის მიზანი/მიზნები

1.       ანსამბლის ბირთვის შეკვრა;

2.       მუსიკალური სმენის მქონე ჰერელი ახალგაზრდების მოძიების და მათი მუსიკალური მომზადების პროცესის გაგრძელება სამომავლოდ ანსამბლის წევრობის პერსპექტივით.

3.       მუსიკალური საკრავი ინსტრუმენტების უქონლობის პრობლემის მოგვარება;

4.       კახში სარეპეტიციო ადგილის პრობლემის მოგვარება;

9.

განხორციელებული მიზნები

1. ანსამბლის ბირთვის შეკვრა და ანსამბლის ერთიან ორგანიზმად ქცევა სრული წარმატებით განვახორციელე. დეტალები იხილეთ: თავი III „ანსამბლის ხელმძღვანელის დამატებითი განმარტებები“;

2. მუსიკალური სმენის მქონე ჰერელი ახალგაზრდების მოძიებისა და მუსიკალური მომზადების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და აქვს სასარგებლო შედეგი. დეტალები იხილეთ: თავი III "ანსამბლის ხელმძღვანელის დამატებითი განმარტებები“;

3. მუსიკალური საკრავი ინსტრუმენტების უქონლობის პრობლემის მოგვარების კუთხით მივაღწიე ნაწილობრივ შედეგს იმ თვალსაზრისით, რომ წლის ბოლოს, 6 დეკემბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გადმომცა მუსიკალური ინსტრუმენტები: ფანდური, ბას-ფანდური, ლადებიანი ჩონგური, ბონგო. პირობა მაქვს მიღებული, რომ საკრავების კიდევ ერთ პარტიას მივიღებ 2014 წლის დასაწყისში, რომელთა მოთხოვნის განცხადებითაც დიასპორის მინისტრის აპარატს 2013 წლის პირველ ნახევარში მივმართე წერილობით.

4. კაკში (აზერბაიჯანი) ანსამბლისთვის სარეპეტიციო სივრცის გამოყოფის თხოვნით მივმართე კაკისთავის ქართული კულტურის სახლის დირექტორს, ოთარ პაპიაშვილს, რომელიც სიამოვნებით დათანხმდა და ყოველნაირად ხელს გვიწყობს, რომ დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეგვეძლოს აღნიშნულ კულტურის სახლში რეპეტიციის მოწყობა.

10.

განუხორციელებელი მიზნები და ხელის შემშლელი ფაქტორები

მე-4 მიზანი, კახში სარეპეტიციო ადგილის პრობლემა მართალია მოვაგვარე, მაგრამ არსებობს ხელისშემშლელი ფაქტორი. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ კაკისთავის კულტურის სახლი გამოსადეგია მხოლოდ ზაფხულის ცხელ თვეებში. დანარჩენ სამ სეზონში დარბაზში გაუსაძლისი სიცივეა. ამის გამო ცივ დღეებში ანსამბლის წევრები სარეპეტიციოდ ვიკრიბებით კაკისთავში, ჩემს სახლში.


საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები

თარიღი

ღონისძიების დასახელება

აქტივობის ლოკაცია

ჩართვის ფორმა

7 იანვარი

ქრისტეშობის ღამისთევა

კაკის წმ. გიორგის ეკლესია

სიმღერა-გალობა

30 მარტი

საქველმოქმედო კონცერტი სოფელ გამარჯვების ეკლესიის ასაშენებლად

დედოფლისწყაროს საკონცერტო დარბაზი

მონაწილე

2 აპრილი

საქველმოქმედო ღონისძიება გალის რაიონის სკოლების დასახმარებლად საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ორგანიზებით

მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრი (თბილისი)

მონაწილე

2 აპრილი

წიგნების შეგროვების აქცია გალის რაიონის სკოლებისთვის საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ორგანიზებით

მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრი (თბილისი)

ანსამბლის სახელით გადავეცი 20 ბროშურა _ "ჰერეთი", ორი კრებული _ "ფესვების ძახილი" და ორი წიგნი _ "ჰერეთის ისტორია".

23 მაისი

საქველმოქმედო კონცერტი: ერთად ავაშენოთ „კეთილსოფელი“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

მონაწილე

28 მაისი

საქველმოქმედო კონცერტი: ერთად ავაშენოთ „კეთილსოფელი“

რუსთავის მერიასთან გასართობი ცენტრი

მონაწილე

6 ივნისი

საქველმოქმედო კონცერტი სოფელ სამთაწყაროში ეკლესიის მშენებლობის მხარდასაჭერად

დედოფლისწყაროს საკონცერტო დარბაზი

ორგანიზატორი, მონაწილე

28 სექტემბერი

საქველმოქმედო კონცერტი სოფელ სამთაწყაროსა და გამარჯვებაში ეკლესიის მშენებლობისათვის

ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის მთავარი სააქტო დარბაზი (თბილისი)

ორგანიზატორი, მონაწილე

22 ნოემბერი

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით კონცერტი ჰერელი მსმენელისათვის

კახის რ-ნის აზერბაიჯანუ-ლი კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზი (აზერბაიჯანი)

მონაწილე

(კონცერტი ჩაიშალა)





თავი III

ანსამბლის ხელმძღვანელის დამატებითი განმარტებები

საკითხი I

ფუნქციონირება

(ემსახურება საანგარიშო პერიოდის N-1 და N-2 მიზნებს).

მესამე საანგარიშო წელს ჩემი საქმიანობა მთლიანად ემსახურებოდა ანსამბლისათვის ჩემ მიერ განსაზღვრულ მიზნებს, რომელთა საბოლოო ამოცანაა გუნდის რეორგანიზება პროფესიონალური ანსამბლის სახით.

ყოველი ჩემი მცდელობა (კვირაში 5 დღე) მიმართულია იქითკენ, რომ მივაღწიო ამ პოტენციური ახალგაზრდების ჯგუფისგან ანსამბლის, ანუ თვითმოქმედი სიცოცხლისუნარიანი ორგანიზმის სრულფასოვან ფუნქციონირებას, რომელის არსებობისა და მოღვაწეობის გარანტიც იქნება არა პიროვნება (ანუ მე), არამედ გუნდურობის ქვეცნობიერი განცდა. როცა ახალი კოლექტივი იქმნება, ადამიანების ქვეცნობიერში ასეთი აღქმის ჩასაბეჭდად, რომ „ჩვენ ვართ არა ერთმანეთისათვის აქამდე უცხო ადამიანები, არამედ წარმოვადგენთ გუნდს“, საჭიროა სამი კომპონენტი: გარკვეული დრო, კონკრეტული ფაქტორები და პირველადი ფუნქციონირების გარანტი.

1) სავარაუდოდ, ეს დრო იქნება ორი-სამი წელიწადი, რამდენადაც 2014 წლის დასაწყისისათვის გუნდურობის გარანტი, ჯერ კიდევ პიროვნებაა (ანუ მე).

2) გუნდურობის აღქმის უმთავრეს ფაქტორებს წარმოადგენს, ერთი მხრივ, კოლექტიურად მიღწეული წარმატებები, მეორე მხრივ, კოლექტიურად გატარებული პოზიტიური საათები (ექსკურსია, ქეიფი, სპორტი და ა. შ).

3) ახალი კოლექტივის ფუნქციონირების გარანტი ჩამოყალიბების პროცესში პიროვნებაა (პირველადი გარანტი), ხოლო შემდგომ ფული ან იდეა (შემდგომი ფუნქციონირების გარანტი). ამ დროისათვის ანსამბლი იმყოფება გარდამავალ ეტაპზე, როცა ფუნქციონირებას განსაზღვრავს პირველადი გარანტი (პიროვნება). ჩემი მიზანია პიროვნება (ანუ მე, როგორც დამაარსებელი, ინიციატორი, ორგანიზატორი და ხელმძღვანელი) ჩაანაცვლოს „შემდგომი ფუნქციონირების გარანტმა“ (ჯერ იდეამ, ხოლო მომავალში, განვითარების გარკვეულ ეტაპზე მას დაემატოს ფინანსური გარანტიც).

ამრიგად, ჩემი მიზანია ანსამბლის მომავალი არ იყოს დამოკიდებული ჩემს არსებობა-არარსებობაზე.

* * *

შეიძლება ითქვას, რომ ამ წელს თითქმის მთელი ჩემი ენერგია (95%) და პირადი შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი (კვირაში დაახლოებით 50 ლარი) ამ საქმეს მივუძღვენი. იმისათვის რომ მუშაობის სტაბილური რიტმი უზრუნველმეყო, თითქმის ყოველ ორშაბათს ჩავდიოდი აზერბაიჯანიდან საქართველოში (კაკიდან თბილისში), და პარასკევს ვბრუნდებოდი უკან.

ჩასვლა-დაბრუნება საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით:
31.03.2013 – 05.04.2013
14.04.2013 – 19.04.2013
22.04.2013 – 26.04.2013
28.04.2013 – 03.05.2013
12.05.2013 – 17.05.2013
26.05.2013 – 07.06.2013
09.06.2013 – 14.06.2013
16.06.2013 – 05.07.2013
29.07.2013 – 06.08.2013
25.08.2013 – 04.09.2013
25.09.2013 – 06.10.2013
28.10.2013 – 19.11.2013
04.12.2013 – 29.12.2013

რთია, კვირაში ორჯერ 6 საათიანი მომქანცველი და არაკომფორტული მგზავრობა ე. წ. „მარშუტკით“, მეორეა, ქალაქში ყოფნისას ყოველ რეპეტიციაზე ქალაქ რუსთავიდან დედაქალაქ თბილისში (და პირიქით) მგზავრობა და ხარჯები. მაგრამ კიდევ უფრო სხვა სიმძლავრის ნერვულ მდგრადობას, ენერგიასა და ინტელექტს მოითხოვს ორგანიზებისა და რეპეტიციების პროცესი.

1.       რგანიზება:

ა) დარბაზის პრობლემა _ ეს საკითხი გასულ წელს მეტწილად მოვაგვარე და ამჟამად ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-8 კორპუსის დარბაზი ჩვენს სარეპეტიციო ადგილს წარმოადგენს. თუმცა არის გარკვეული დისკომფორტი. ზოგჯერ ჩვენი რეპეტიციები ემთხვევა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის რეპეტიციებს. საქმე იმაშია, რომ ზოგადად ამ დარბაზში ჩვენი დაშვება მოხდა თვითმმართველობასთან შეთანხმებით, ხოლო კონკრეტულ რეპეტიციებზე დაშვება ხდება მე-8 კორპუსის დაცვის სამსახურის წარმომადგენელთა მიერ. პირველ პერიოდში, ვიდრე მე-8 კორპუსის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები გაგვიცნობდნენ, ყოველ რეპეტიციაზე მისვლისას გარკვეული დროის ლოდინი გვჭირდებოდა, სანამ გადავრეკავდით თვითმმართველობის წარმომადგენელთან და შემდეგ ის გადმორეკავდა დაცვის სამსახურთან ჩვენი, როგორც არა თანამშრომლების დაშვების დასტურით და ფორმალურ პროცედურებს გავივლიდით.

დროთა განმავლობაში, ჩვენი სანიმუშო ქცევითა და ურთიერთობით თსუ მე-8 კორპუსის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებისა და მათ უფროსის კეთილგანწყობა და ნდობა მოვიპოვეთ, რის შემდეგაც დაშვების პროცედურები ანსამბლისთვის გამარტივდა ხელმძღვანელის ფორმალურ ხელმოწერამდე მიმდინარე საათებში დარბაზით სარგებლობასთან დაკავშირებით. იმ ფონზე, როცა დაცვის წარმომადგენლებს თსუ მხიარულთა და საზრიანთა კლუბის მიმართ მათი არაეთიკური ქცევების გამო უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ, მათი ჩვენდამი სიმპათია საქმეს გვიადვილებს სარეპეტიციო ადგილის პრობლემის ნაწილობრივი მოგვარების საქმეში. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ხარისხიანი მუშაობისათვის საჭიროა ისეთი სარეპეტიციო ადგილი, სადაც ანსამბლს შეეძლება განათავსოს საკრავები და ატრიბუტები, ნებისმიერ დროს შეეძლოს რეპეტიციის გამართვა და არ იკვეთებოდეს სხვა კოლექტივის სარეპეტიციო განრიგთან.

 

ბ) წევრების მობილიზება _ ეს საკითხი ძალზე დიდ ენერგიას მართმევს. ვინაიდან ანსამბლის გუნდურობის ფაქტორები და „შემდგომი ფუნქციონირების გარანტი“ ჯერ კიდევ არ მოქმედებს საჭირო დოზით, მთელი წლის განმავლობაში მიწვდა ყოველი რეპეტიციის წინ წევრების მობილიზებაზე ზრუნვა. წინა დღიდან მოყოლებული ვურეკავდი თითოეულ წევრს და ვცდილობდი რეპეტიციაზე მოსვლის მოტივაციის გაჩენას, ვეუბნებოდი, ხვალ კახიდან ამხელა გზაზე ჩამოვდივარ რეპეტიციაზე და გელოდებით აუცილებლად. საღამოს კვლავ ვურეკავდი და ვატყობინებდი თითოეულს, რომ უკვე რუსთავში ვიყავი და აუცილებლად გაიმართებოდა რეპეტიცია. მეორე დღეს,  რეპეტიციაზე თბილისისკენ მიმავალი კვლავ ვურეკავდი თითოეულს და ვთხოვდი, რომ თბილისის გზებზე არსებული საცობების მიუხედავად არ დაეგვიანათ. აქვე აღვნიშნავ, რომ რეპეტიციებზე სიარული ამ სტუდენტებისთვისაც ხარჯია, მართალია მცირეა, მაგრამ, როგორც სტუდენტებისათვის, მათთვის უმნიშვნელო არ არის.

ამ საკითხში აუცილებელია რეპეტიციების ინტენსივობის სტაბილურობის განცდა, რათა კოლექტივი იქცეს გუნდად. საქმე იმაშია, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია თავისი ფსიქოლოგიით და ყოველ მათგანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ზოგი თავადაც მოტივირებულია, დანარჩენები კი, ყოველი რეპეტიციისთვის მობილიზების მიზნით დამატებით მოტივირებას საჭიროებენ, რათა თითოეულმა, მათი სასწავლებლების განრიგიდან გამოარჩიოს ისეთი თავისუფალი დრო, რომელიც საერთო იქნება და შეკრების შესაძლებლობას მოგვცემს. ასეთი დღის მონაკვეთი კი რთულად იძებნება, მაგრამ ყოველი სემესტრის დასაწყისში მოვუწოდებ სასწავლებელში საგნების არჩევისას თადარიგის დაჭერისაკენ და საერთო სარეპეტიციო დროის მონაკვეთის გამონახვის პრობლემაზე წინდაწინ ზრუნვისაკენ. რაც მთავარია, იმისათვის რომ ნდობით განეწყოს, თითოეულმა მათგანმა უნდა იგრძნოს ხელმძღვანელის მხრიდან მუდმივი ყურადღება სხვა საკითხებშიც და სხვა ადამიანების მხრიდან ხელმძღვანელისადმი პატივისცემასაც უნდა ხედავდეს.

დახარჯულ ენერგიასთან რა მოსატანია, მაგრამ ამდენი მობილური სატელეფონო ზარის განხორციელებას ფინანსური ხარჯიც ახლავს, რომელიც ჩემს პირად ხარჯს წარმოადგენს.

აქვე აღვნიშნავ, რომ ადამიანებთან ამგვარი მუშაობა მათი ინდივიდუალური ფსიქოლოგიური ასპექტების გათვალისწინებით, უდიდეს პრაქტიკულ გამოცდილებას მაძლევს კადრების მენეჯმენტის სფეროში.

 

2.       ეპეტიციები:

სევე როგორც ორგანიზების ნაწილში, რეპეტიციების მხრივაც ჩემი, როგორც ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ანსამბლის ხელმძღვანელის წინაშე მდგარ ამოცანას წარმოადგენს ყოველი წევრის ფსიქოლოგიაზე მორგება, სათითაოდ და ინდივიდუალურად მოტივირების მეთოდის გამომუშავება, პუნქტუალურობისა და პასუხისმგებლობის დანერგვა, მუსიკალური განვითარება, ახალი სიმღერების შესწავლა და ჩვენეული ინტერპრეტაციის სინქრონის დამუშავება, და აუარებელი დამღლელ-დამქანცველი და ენერგიის გამომცლელი დეტალი. აქვე შევნიშნავ, რომ მე მუსიკალური განათლება არ მიმიღია და ამ დარგში ჩემი რესურსი ნიჭსა და საკუთარ თავზე შრომით შემოფარგლულ შედეგს წარმოადგენს.

ა) მუსიკალური ნომრები, რომლებზეც ვმუშაობთ ანსამბლში, არის იმ ტიპის, რომელიც არსებული რესურსით საჯარო სივრცეში მაქსიმალურად დადებითად და მრავალმხრივად თავის წარმოჩენის შესაძლებლობას მოგვცემს. მაგალითად, „არაწითი ღვინეს დავლევ“ (ჰერეთი), კალოსპირული (კახეთი), ღმერთო მეც გადმომხედე (ქართლი), მრავალჟამიერ (ქართლი) საგალობელი „აღდგომასა შენსა (კარბელაშვილების კილო), ხინწკალა (აჭარა), ლეკებმა რომ დამიჭირეს (გურია) და ა. შ.

ბ) რეპეტიციებზე ჩემ მიერ განხორციელებული სამუშაო, უპირველეს ყოვლისა მიმართული იყო წევრების ინდივიდუალური უნარების დახვეწისაკენ. ისეთი უნარებისა, რომელიც საჭიროა გუნდში სამღერად. ბანების შემთხვევაში ეს უნარებია: სინქრონული დაწყება, ზუსტი ტონალობისა და საწყისი ტემბრის მორგება სიმღერისათვის, მორიგეობით სუნთქვა, ჩასუნთქვის შემდეგ არაკონტრასტული ჩართვა გუნდში, ხმოვნის სწორად წარმოთქმა, თანხმოვნის გაბუნდოვნება სოლისტებთან ასინქრონისა და გადაფარვის თავიდან აცილების მიზნით, მინორულ სიმღერებში ქვედა ზღვარის დაჭერა, ფორტე სიმღერებში ზედა ზღვარის დაჭერა. განსაკუთრებით დიდ ენერგიას მოითხოვს დეტონაციის მინიმიზირების პრობლემა, რამდენადაც ამ ახალგაზრდებს მუსიკალური განათლება არ აქვთ. ამის მიზეზები კიდევ ცალკე თემაა. მე ვიმკი იმ შედეგს, რომ ჩემს კუთხეში ახალგაზრდას არ აქვს შესაძლებლობა ქართული სიმღერისთვის საჭირო ელემენტარული მუსიკალური ცოდნისა და უნარების მიღებისა, რადგან ასეთი წრე ან სასწავლებელი არ არსებობს. ამ ვითარების განსაკუთრებული უსამართლობა იგრძნობა ანსამბლის ახალგაზრდა პირველი ხმის, ბაჩუკი ისაშვილის შემთხვევაში, რომელიც განსაკუთრებული ნიჭითა და უნარებით გამოირჩევა და ბავშვობაში ელემენტარული მუსიკალური განათლების შემთხვევაში ის ახლა სულ სხვა დონეზე იდგებოდა. ამდენად, ჩამოყალიბებული მუსიკალური უნარების მქონე ახალგაზრდები მხოლოდ ოცნების საგანია. ამ გზის გავლა თითოეულ წევრთან ინდივიდუალურად მიწევს.



საკითხი II

ანსამბლის წევრებთან სამოტივაციო მუშაობის ილუსტრაციად გამოდგება 6 ივნისს დედოფლისწყაროში გამართული კონცერტის წინ ანსამბლის წევრებისადმი ჩემი მიმართვა.

___________________

 

 

 

მიმართვა ანსამბლის წევრებს დედოფლისწყაროში
ანსამბლ „ჰერულას“ მიერ ორგანიზებული
კონცერტის გამართვამდე ორი დღით ადრე

 

ბიჭებო, ანსამბლ ჰერულას ახალი სიცოცხლის დაწყებიდან 8 თვე გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ

1.       მივაღწიეთ:

ა) არაფრისაგან შევკარით ანსამბლი, რომლის სახელის გაგონებისას კახში ახალგაზრდებს, ბავშვებს სახე უნათდებათ.

ბ) ანსამბლის სტაბილურობას _ წევრების უმრავლესობამ გამოიმუშავეთ ის პასუხისმგებლობა, რომ თითქმის არც ერთ რეპეტიციას არ აცდენთ.

გ) კარგი შესრულების უნარი _ მარჯანიშვილის კონცერტისათვის მონდომებულმა მზადებამ და კონცერტზე შესრულებულმა ნომერმა დაგვანახა, რომ ანსამბლს შესწევს უნარი ურთულესი ნომრები დაამუშავოს და წარადგინოს ნებისმიერი რანგის კონცერტზე მაღალი ხარისხით.

დ) 6 ივნისს უკვე ჩვენი ანსამბლის სახელით იმართება საქველმოქმედო კონცერტი, რაც მნიშვნელოვან თარიღად ჩაიწერება ჩვენს აქტივში, გაზრდის ანსამბლის რეპუტაციას და ეპარქიის კეთილგანწყობას „ჰერულას“ მიმართ.

_ დამეთანხმებით, ეს ყველაფერი დიდი პროგრესია, არაფრისგან მიღწეული, რის გამოც თითოეულ თქვენგანს პირადად გიხდით მადლობას.

2.       ვერ მივაღწიეთ, ანუ გამოსასწორებელი დაგვრჩა:

ა) პუნქტუალურობა _ თითოეულ ჩვენგანს უნდა ესმოდეს _ „მე თუ შემიძლია, რომ არ დავაგვიანო, მაგრამ ვაგვიანებ, ამით იმ ადამიანების პირად დროს ვკლავ უქმად, ვინც ფოიეში, დარბაზში ჩემს მისვლას ელოდებიან. (ამის გამოსწორება მხოლოდ პირადი პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდით არის შესაძლებელი, შესაბამისად, ჩემგან სარეპეტიციო საათების შესახებ SMS-ები და ზარები ყოველი რეპეტიციის წინ არ უნდა ხდებოდეს საჭირო).

ბ) მეცადინეობის პროცესში თქვენ პატიოსნად ცდილობთ ჩემი ვოკალური მითითებების შესრულებას და ეს ნამდვილად კარგია. მაგრამ საჭიროა სრული კონცენტრაცია და  მუდმივი საქმიანი განწყობა. ნებისმიერი წევრის მხრიდან ყურადღების ყოველი გაფანტვა ტემპს აგდებს და გუნდის წინსვლას აფერხებს. (სხვათა შორის, ალუდა ჯანაშვილი დიდი ენთუზიაზმით მოდის რეპეტიციებზე, რომ გასწავლოთ საკრავებზე დაკვრა და, იმედი მაქვს, საპასუხოდ თითოეული თქვენგანი გამოიჩენთ მონდომებას, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეიკრას ინსტრუმენტალური გუნდი და ალუდასაც მოტივაცია უფრო მოემატოს.

გ) რეპეტიციის დროს ფუჭსიტყვაობა, ე. წ. ღადაობა, ფეხის ათრევა, წუწუნი _ ამასთან დაკავშირებით როცა შენიშვნებს გაძლევთ, შესაძლოა თქვენ უხერხულად იღებთ მას, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ როცა ხუთწუთიანი შესვენებები დასრულდება და სოლისტები (მე და ბაჩო) ავლენ სცენაზე, დანარჩენების სცენაზე ამოსასვლელად მოწოდებები არ უნდა ხდებოდეს საჭირო. საკუთარ თავს მაქსიმალური პასუხისმგებლობისაკენ უნდა შევუძახოთ. მე ვცდილობ მოგცეთ შემართების პირადი მაგალითი და მეცადინეობის დაწყებამდე დარჩენილ თავისუფალ დროს ავდივარ სცენაზე და საკუთარი ინიციატივით ხმის ინდივიდუალურ ვარჯიშებს ვაკეთებ.

3.       რატომ ვართ „ჰერულას“ წევრნი?

ა) მე შემეძლოს სიმღერა, ამ დროს კი ჰერეთს ანსამბლი არ ჰყავდეს (2011-მდე) ან კი ჰყავდეს ერთადერთი ანსამბლი (ჰერულა), ვჭირდებოდე ანსამბლს და მთელი ჩემი პასუხისმგებლობით გვერდში არ ვედგე, ვერაფრით გავიმართლებ თავს.

ბ) თითოეულ ჩვენგანს უნდა გვესმოდეს ეს: „თუ მე ჰერეთის ანსამბლს ვაძლევ მორალურ თანადგომას, სამაგიეროდ ის მანიჭებს პრივილეგიას სხვა საკითხებში. მაგალითად, შეიძლება პირდაპირ ხელფასს ვერ ვიღებდე ამაში, მაგრამ, ჰერეთის უანსამბლოდ არ დარჩენაში ჩემი წვლილი რომ შემაქვს, ეს არის ძალიან დიდი მორალური კაპიტალი“. 

4.       იზანი

ა) ჰერეთში (საინგილოში) ახალგაზრდებს შორის ქართული ფოლკლორისა და ხალხური მუსიკის პოპულარიზაცია;

ბ) ახალგაზრდების მოზიდვა და ფოლკლორული მუსიკის განვითარების პროცესში ჩაბმა;

გ) საშემსრულებლო ოსტატობის მუდმივი ზრდა და ღირებული პროდუქტის შექმნა-გაცოცხლების დინამიურ პროცესად ქცევა.

დ) როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანში, ასევე საზღვარგარეთ ქართული მრავალხმიანი კულტურის ღირსეული წარმოჩენა.

5.       ანსამბლის ამჟამინდელი აქტივი

ა) გვაქვს კარგად ორგანიზებული ვებ-გვერდი www.herula.ge რაც ანსამბლებისთვის საკმაოდ დიდი ფუფუნებაა.

ბ) გვაქვს სარეპეტიციო ელექტრონული სისტემა, რომლის მსგავსი სხვა ანსამბლებს არა აქვთ.

გ) გვაქვს საკმაოდ დაბალანსებული პიარ-ი სოციალურ საიტებზე, Facebook, Youtube.

დ) გვაქვს მზარდი მხარდაჭერა და პროგრესული რეპუტაცია კახში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

ე) გვაქვს დიდი მორალური მხარდაჭერა ყველგან, სადაც მივდივართ.

ვ) არ გვაქვს სხვა დანარჩენი, რაც ყველაზე სამწუხაროა _ მატერიალური რესურსები და ტექნიკური აღჭურვილობა, მათ შორის საკრავები. (რაც შეეხება საკრავების შესახებ დიასპორის სამინისტროში თებერვალში შეტანილ განცხადებას, ამ სამინისტროდან ჩვენი მხარდამჭერი შუამდგომლობა არის გაგზავნილი ფინანსთა სამინისტროში, საიდანაც გუშინწინ უპასუხეს: _ აპრილის მონაცემები შევაჯამეთ და ეკონომიკური ზრდა აწი დაიწყოო.

სხვათა შორის, დიასპორის მინისტრმა ბ-ნმა კ. სურგულაძემ ჩემთან პირად საუბარისას თავისი ინიციატივით მირჩია _ შემოიტანეთ საკრავების მოთხოვნის განცხადება, დაგიკმაყოფილებთო. ამდენად, ვფიქრობ, თავადაც არიან დაინტერესებულნი, თორემ რატომ შეიწუხებდა თავს? _ იმედია მალე გვექნება საკრავები.

6.       ჰერულას მომავალი

ანსამბლის შეუქცევადი განვითარებისათვის უპირობო აუცილებლობას წარმოადგენს განვითარების გეგმა, გზა, რომლითაც უნდა წავიდეს ანსამბლი და მიზანი, სადაც ამ გზამ უნდა მიგვიყვანოს.

ა) მომავლის მიზანი _ ჰერულა გავხადოთ ბრენდი, რომლისკენაც ნიჭიერი ადამიანები უნდა მოისწრაფოდნენ;

ბ) მომავლის მიზანი _ საუკეთესო ქართულ ანსამბლებს შორის ადგილის დამკვიდრება;

გ) გამოხატულება _ საშემსრულებლო პროფესიონალიზმი და ვიზუალური დინამიურობა;

დ) გამოხატულება _ მაღალი სოციალური რეპუტაია საზოგადოებაში (სასარგებლო სოციალური აქციების განხორციელება-ხელშეწყობის გზით) და კარგი იმიჯი ხელოვნების სფეროში მოღვაწეთა შორის.

ა) სწრაფი სვლა გუნდური პროფესიონალიზმისაკენ და საჯარო ცნობადობის ზრდა მოგვიტანს მატერიალურ საკითხში ანსამბლის წინსვლასაც. არსებობს 2 ვარიანტი: „ჯერ გადამიხადე, მერე შევქმნი პროდუქტს“ ან „ჯერ შევქმნი პროდუქტს და მერე მოვიპოვებ გასამრჯელოს“ _ როგორც წესი, მეორე მუშაობს, პირველი _ არა.

ბ) ჩვენი ანსამბლის წარმატება დამოკიდებულია პროფესიონალიზმის მიღწევაზე. სხვა ანსამბლებისაგან განსხვავებით ჩვენთვის გზა ყველგან ხსნილია. TV-ებიდან და რადიოებიდან გვაქვს შემოთავაზებები. დანარჩენი ჩვენს მარიფათზეა დამოკიდებული.

გ) თუ ამ მხრივ წინსვლა გვინდა გუნდური სიმღერით უნდა ვუმასპინძლოთ კახში ჩამოსულ TV-ებს, დელეგაციებს. 1-ში ამ ნინოობას ალიბეგლოში, დიასპორის მინისტრის მოადგილეს მოვუკითხივართ, ანსამბლი „ჰერულა“ სად არისო? ბიძინა ივანიშვილის TV9-ს დოკუმენტური ფილმის გადაღება უნდა და დაინტერესებულნი არიან ჩვენით.

7.       განვითარების გზის ხედვა

ანსამბლის წარმატებული სვლისთვის დაგვჭირდება PR მენეჯერი, სასურველია ჟურნალისტი, რომელსაც ურთიერთობა ექნება ტელევიზიებთან. მაგრამ მანამდე:

ა) შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა შევქმნათ ის პროდუქტი და რეპერტუარი, რომლის რეკლამირებისთვისაც იქნება საჭირო PR.

ბ) დროულად უნდა მივაღწიოთ იმ დონეს, როცა სპონტანურ რეჟიმში და სწრაფ ტემპში შევძლებთ ახალი ნომრების შექმნა-დამუშავებასა და პრეზენტაციას.

გ) ანსამბლის რეზერვში არსებული ახალი ღირებული პროდუქტი ყოველთვის ერთი ნაბიჯით უნდა უსწრებდეს ანსამბლის პოპულარიზაციის დონეს და არასოდეს არ უნდა ჩამორჩეს მას.

დ) პირველი მასშტაბური გამოჩენა იქნება ერთადერთი საუკეთესო შანსი. პირველი კონტაქტისას იმედგაცრუებული ადამიანის გულის მოგება, ჭაობზე სახლის აშენების ტოლფასია. მყარი ნიადაგი ჭაობად რომ არ გვექცეს, ამისათვის ანსამბლის მომზადების დონემ და პირველმა მასშტაბურმა გამოჩენამ მაყურებელში უნდა აღძრას კიდევ ნახვის სურვილი. ამ დროს კი რეზერვში გამზადებული უნდა გვქონდეს ახალი და ყოველ შემდეგ ჯერზე უნდა შევთავაზოთ სიახლე, სიახლე და სიახლე.

8.       ჩემი პირადი თხოვნა

ა) Facebook-ში წერისას, ხალხში, ადამიანებთან ურთიერთობისას, ქცევის მანერებით, ჩაცმის სტილით ყოველთვის გაუფრთხილდით ანსამბლის რეპუტაციას. თქვენ გიყურებენ არა მხოლოდ როგორც, მაგალითად, ვასილ პაპიაშვილს, არამედ ამავდროულად ანსამბლ ჰერულას სახეს. „ჰერულას“ მზარდი და საკმაოდ სერიოზული რეპუტაცია აქვს, ეს ჩვენთვის დიდი ღირებულებაა, რისი მოპოვებაც არ არის ადვილი. ამიტომ გავუფრთხილდეთ რეპუტაციას.

ჰერეთის ფოლკლორული ანსამბლის „ჰერულა“ ხელმძღვანელი

ვასილ პაპიაშვილი 04.06.2013



საკითხი III

პროექტი „ჰერულები“

პირველი ცნობა:

პროექტი ითვალისწინებს კახის რაიონის ბავშვების მომზადებას ხალხურ მუსიკაში, ბიჭებისა და გოგონების ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლის "ჰერულები" ჩამოყალიბებას, მათ დასწრებას ანსამბლ "ჰერულას" რეპეტიციებზე, საქართველოში მათი თანატოლების ანსამბლებთან ურთიერთობას, სხვადასხვა ფოლკლორულ ღონისძიებაში მონაწილეობას და სხვა ისეთ მიმართულებებს, რომლებიც მათ სტიმულირებას და მათში ხალხური მუსიკისადმი ინტერესს ერთი-ორად გაზრდის. პროექტი დაგეგმილია იმგვარად, რომ რამდენადაც ანსამბლ ჰერულას მიეცემა ამის შესაძლებლობა, ხალხური მუსიკის სწავლის მსურველ მოსწავლეებს ამაში ხარჯის გაღება არ მოუწიოთ.

ანსამბლი ჰერულა პროექტ "ჰერულების" განხორციელებას იწყებს იმ ფონზე, როცა ამ ეტაპზე ამის არავითარი ტექნიკური საშუალებები არ გააჩნია, მათ შორის დარბაზიც კი. მიუხედავად ამისა, პროექტის განხორციელება მაინც გადაწყდა იმ პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ ტექნიკური საშუალებების ლოდინმა შესაძლოა დიდი დრო დაგვაკარგვინოს, და ეს დრო შესაძლოა წლებში გამოიხატებოდეს, როგორც აქამდე ხდებოდა. ჰერულა გეგმავს ტექნიკური პრობლემების საკითხი საჯარო გახადოს, რათა ანსამბლის წევრები მარტონი არ დარჩნენ ამ პრობლემების პირისპირ და მოხდეს თანადგომა შესაბამისი ინსტიტუტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მხრიდან. ამ მიზნით, მე, როგორც ანსამბლის ხელმძღვანელმა პრობლემა დავაფიქსირე 27 თებერვალს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა "ჩვენი ეზოს" ჩაწერისას, რომელიც ეთერში გავიდა 24 მარტს. ჩემი საუბრის უმეტესი ნაწილი ამოჭრეს, თუმცა გადაცემაში ნაჩვენები ფრაგმენტი საკმარისია პრობლემის არსის თვალსაჩინოებისათვის.

მიუხედავად ასეთი შემბოჭავი პრობლემებისა, ანსამბლის წევრებმა უკვე გადადგეს პირველი ნაბიჯი პროექტ "ჰერულების" განხორციელების გზაზე. კახის მხოლოდ ორი ქართული სკოლიდან უკვე 50 მსურველი მოსწავლე იქნა შერჩეული.

 

კაკის (კახინგილოს) N-1 საშუალო სკოლა:

V კლასი:

ოთარაშვილი თორნიკე,         ტელ.:     4-26-07

ნუროშვილი რომანი,               ტელ.:     5-52-00

ფაჩხატაშვილი ლელა,            ტელ.:     055-378-34-09

VI კლასი:

ტარტარაშვილი ხატია

ფაჩხატაშვილი ანა

თაგოშვილი გიორგი

ფოლადაშვილი არჩილი

VII კლასი:

პაპიაშვილი ლიკა,                    ტელ.:     5-42-26

ბაბაჯანაშვილი გიორგი,        ტელ.:     4-26-47

ბიბილეიშვილი ნიკა,               ტელ.:     25-4-30-25

VIII კლასი:

მირზაევა ასლი,                         ტელ.:     4-31-73

მირზაევა ვეფხვია,                    ტელ.:     4-31-73

ფოლადაშვილი თინათინ,     ტელ.:     4-26-65

პაპიაშვილი თამარი,                ტელ.:     4-27-81

ყულოშვილი ალუდა,              ტელ.:     5-50-10

IX კლასი

ქიტიაშვილი სოფიკო,              ტელ.:     5-44-76

ბაჩალიაშვილი მარიამი,         ტელ.:     4-26-58

კუჭოშვილი ანა,                        ტელ.:     4-27-66

ფოლადაშვილი ლაშა,             ტელ.:     4-26-83

X კლასი

თამაზაშვილი ანა,                    ტელ.:     4-23-01

ბულუღაშვილი ეკა, ტელ.:     4-25-54

ოთარაშვილი თამუნა,            ტელ.:     4-23-98

ფაჩხატაშვილი ბელა,              ტელ.:     055-378-34-09

XI კლასი

ტარტარაშვილი არჩილ,         ტელ.:     4-26-41

ბულუღაშვილი სოსო,             ტელ.:     4-25-54

ბაჩალიაშვილი უჩა, ტელ.:     4-25-09

 

კახის N-2 ინტერნაციონალური სკოლა

VI კლასი

მირიან თამაზაშვილი,            ტელ.:     4-24-08

დათო ჯანაშვილი,                   ტელ.:     4-25-02

ლუკა როსტიაშვილი,              ტელ.:     5-20-65

ლუკა ეპიტაშვილი,                  ტელ.:     5-09-57

მირანდა კოსიაშვილი,             ტელ.:     4-28-27

ლანა ოქროჯანაშვილი,           ტელ.:     4-28-96

VII კლასი

დათო ქიტიაშვილი, ტელ.:     5-45-13

გიორგი ოქროჯანაშვილი,     ტელ.:     5-44-53

გიორგი გამხარაშვილი,          ტელ.:     5-48-65

ვიკა შიოშვილი,                         ტელ.:     5-21-22

ლიანა ნუროშვილი, ტელ.:     055-312-63-33

VIII კლასი

მარი ფოლადაშვილი,              ტელ.:     5-38-74

ცოტნე სუყაშვილი,                   ტელ.:     5-34-67

IX კლასი

დავით ოქროჯანაშვილი,       ტელ.:     5-44-53

მარიამ ნუროშვილი,                ტელ.:     5-41-53

ალექსი სუყაშვილი, ტელ.:     5-37-45

ზაზა ჯანაშვილი,                     ალექსთან ახლოს ცხოვრობს

X კლასი

საული ნუროშვილი,                ტელ.:     გიორგის ძმა

თორნიკე თამაზაშვილი,        ტელ.:     4-24-08

გიორგი ბაბაჯანაშვილი,        ტელ.:     5-43-62

თემური ოთარაშვილი,           ტელ.:     4-27-36

სოფიკო ნუროშვილი,              ტელ.:     5-41-53

მეგი ოთარაშვილი,                   ტელ.:     5-35-74

მარი ფოლადაშვილი,              ტელ.:     4-26-94

 

მათ შორის, კაკის საშუალო სკოლაში მოსწავლეების სიის შედგენაში დაგვეხმარა ამ სკოლის მუსიკის მასწავლებელი მაყვალა ფოლადაშვილი, ჩვენი ანსამბლის წევრის, ალუდა ჯანაშვილის დედა. იგი სათითაოდ შეგვიძღვა თითოეულ კლასში. კახის N-2 ინტერნაციონალურ სკოლაში ჩავატარე მსურველი ბავშვების მუსიკალური სმენის შემოწმება. შემოწმების შუალედში ანსამბლ "ჰერულას" მიერ შესრულებულმა "მრავალჟამიერმა", ე. ი. მოსწავლეების სრული უმეტესობისთვის ცოცხალი შესრულებით პირველად გაგონილმა სიმღერამ, მათში უფრო მეტი ინტერესი აღძრა ხალხური მუსიკისადმი, რამაც შედეგად გამოიწვია მორიდების დაძლევა და სურვილის საჯაროდ გამოხატვა. N-2 ინტერნაციონალური სკოლის ქართული სექტორის ქართველ მოსწავლეთა შორის მუსიკალური სმენის შემოწმების და პროექტ „ჰერულები“-ში ჩართვის მსურველ მოსწავლეთა მონაცემების შედგენის მიზნით კლასებში შესაბამისი პროცედურების ჩატარების ორგანიზებაში დაგვეხმარა ამ სკოლის დირექტორის მოადგილე, ქართული სექტორის ხელმძღვანელი, შორენა პაპიაშვილი.

პროექტი საბოლოო ჯამში ორ შედეგზე არის გათვლილი: ერთი მხრივ, "ჰერულების" გამორჩეულად ნიჭიერ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ბავშვებს შესაძლებლობა მიეცემათ გარკვეული ასაკის შემდეგ გახდნენ ანსამბლ "ჰერულას" წევრები. ხოლო, მეორე მხრივ, "ჰერულების" დანარჩენი მონაწილენი მიიღებენ ხალხური მუსიკის გარკვეულ ცოდნასა და სიყვარულს, რაც თავის მხრივ, რეგიონში ესთეტიური მუსიკის პოპულარიზაციას ძალზედ წაადგება.

 

მეორე ცნობა:

ცივი სეზონისა და ნორმალური სარეპეტიციო დარბაზის არ არსებობს გამო ანსამბლის მიერ წამოწყებული პროექტის, "ჰერულები", სრულფასოვან რიტმში ამოქმედება ჯერ ვერ ხერხდება. ბუნებრივი დათბობისთანავე პროექტი ინტენსიურად განხორციელდება შემდეგი გრაფიკით:

ორშაბათი: 16:00 - 18:00 საკრავები, ვოკალი >> კახი

 

მესამე ცნობა:

ზაფხულში კაკში რამდენიმე მოზარდი-ახალგაზრდა ვამეცადინე ხალხურ სიმღერაში უფასოდ. მეცადინეობის მიზანი იყო ანსამბლში სამომავლო შევსების მიღების შესაძლებლობის განსაზღვრა, საამისოდ მათი გარკვეულ დონეზე მომზადება, რათა მუშაობის პროცესში დამედგინა, შეძლებდნენ თუ არა იმგვარი უნარების გამოვლენას, რომელიც საჭიროა მომავალში ანსამბლში მისაღებად, როგორც მუსიკალური, ასევე პიროვნული პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. რთულად მიმდინარეობდა ბგერების გამოთქმისა და ტონალური სიზუსტის ათვისების პროცესი. პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტორი, რომ ამ კუთხეში ხალხური სიმღერის მასწავლებელი არ არსებობს და არც ის ქართული ტელევიზიები უთმობენ დროს ქართულ ხალხურ სიმღერას, რომელთა რაოდენობაც სატელიტურ მიმღებზე თითებზე ჩამოსათვლელია. რაც შეეხება კომპიუტერსა და ინტერნეტს, აქ ჯერ ძვირი სიამოვნებაა და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მის გარეშე არსებობს. ამ ფონზე, ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის ქართულ სიმღერასთან შეხების ერთადერთი წერტილია ქორწილები, სადაც სხვადასხვა საქორწილო მუსიკასთან ერთად ჟღერს მთის (ე. წ. სამ აკორდიანი) სიმღერები, „შენმა სურვილმა დამლია“, „აყვავებულა არაგვზე დეკა“ და მსგავსი პრიმიტიული მელოდიები.

ქართული ხალხური პოლიფონიური სიმღერები კი სულ სხვა სიმტკიცეს მოითხოვს შემსრულებლისაგან, მუსიკალური აზროვნების ასმაგად მეტ უნარს, ვიდრე ე. წ. მთის სიმღერებს ჭირდება. ყველაზე ნაკლებად მოძრავ ქართლ-კახური სიმღერის ბანის შესრულებაც კი საჭიროებს ისეთი რთული ამოცანების გადაჭრას, როგორიცაა ბანის მიერ ტონის სწორი შეკავება ფორტე-სიმღერებში ზემოთ მიმართული ზეწოლის წინააღმდეგ, ხოლო პიანო-სიმღერებში ქვემოთ ტონალური დაშვების წინააღმდეგ. ამდენად, ყოველმა ახალგაზრდა კადრმა (დასამუშავებელმა მასალამ), უნდა გამოავლინოს შესაბამისი მუსიკალური უნარები, რომელიც განვითარდება პასუხისმგებლობით მუშაობის შედეგად.

1)       პასუხისმგებლობა: ამ მოზარდებს პირველადი ინტერესის ფონზე აქვთ ეს პასუხისმგებლობის გრძნობა და პატიოსნად იარეს ზაფხულში ჩემთან. თუმცა, რეალურად ადამიანის პასუხისმგებლობის სიმტკიცე მაშინ ჩნდება, როცა საქმე რუტინაში გადაიზრდება. ეს კი, კავკასიური მენტალიტეტისათვის ძალზედ უცხო ხილია და იშვიათი ინდივიდი ავლენს ამას.

2)       რაც შეეხება ბგერების გამოთქმასა და დეტონაციის რეგულირებას, ამ ბიჭებში რთულად გადასაჭრელი პრობლემა აღმოჩნდა იმ ბუნებრივი მიზეზის გამო, რასაც ჰქვია ხალხურ სიმღერასთან აქამდე უშუალო შეხების არ ქონა. მეტიც, მელოდიის დამახსოვრებაც გარკვეულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული, თუმცა ეს პრობლემა, ჩემი მინიმალური პედაგოგიური „გამოცდილებით“ გარკვეულწილად მოგვარებადია, თუმცა მნიშვნელოვნად შემაფერხებელი.

 

სამეცადინო ადგილის პრობლემა, ეს არის კიდევ ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ქართული ხალხური სიმღერის უანგარო პედაგოგიური მოღვაწეობის გზაზე. იმ დროს, როცა ამ საქმიანობას არა აქვს არავითარი მატერიალური ანდამატი, ყველაფერი დამოკიდებული ხდება ორ ფაქტორზე: 1. პიროვნების შინაგან მოწოდებულობაზე (სამეცნიერო ენით რომ ვთქვათ: იდეოლოგიურ სიმტკიცეზე) და 2. გარემოზე. როცა ეს ორი წინაპირობა, შინაგანი მოწოდება და კომფორტული გარემო ერთად მოქმედებს, მინიმუმ გარკვეული, არც თუ მცირე დროის განმავლობაში მუშაობა შესაძლებელია მატერიალური მოტივაციის გარეშე. სწორედ მეორე პირობა წარმოადგენს  გადაუჭრელ პრობლემას. 2009 წლის შემდეგ, როცა კახის ქართული კულტურის ცენტრი ხანძრის შედეგად დაიწვა და აღდგენის უფლება აღარ გასცეს, გარდა ზაფხულისა, არავითარი სამეცადინო პირობები არ არსებობს. კახი მთიანი ადგილია და სექტემბრიდან ივნისამდე ცივი კლიმატით გამოირჩევა. ამ პერიოდში მეცადინეობა შეუძლებელია როგორც კახინგილოს, ასევე კაკისთავის კულტურის სახლებში.

 

ბავშვების დაინტერესება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ამ კუთხეში ქართული ხალხური სიმღერის მომავალთან, ჰერეთში ქართული სიმღერის ჟღერადობასთან ან მის შეწყვეტასთან. ბუნებრივია, რომ კახში (და მთლიანად ჰერეთში, ანუ საინგილოში) ბავშვების დაინტერესების დოზა პროპორციულია ერთადერთი მოქმედი ანსამბლის, ჰერულას წარმატებისა. ხოლო  ჰერულას წარმატება დამოკიდებულია ანსამბლის წევრთა სიმტკიცესა და ფინანსურ მდგომარეობაზე...



საკითხი IV

ფოლკლორული და არაფოლკლორული რეპერტუარი

ანსამბლ ჰერულას ისტორიაში მიმდინარე საანგარიშო პერიოდს შეიძლება ეწოდოს რეორგანიზაციის ეტაპი, როცა ანსამბლში მიმდინარეობდა წმინდა ფოლკლორული ანსამბლის სახით ფორმირების პროცესი.

ამჟამად ანსამბლის სახელწოდებაა „ჰერეთის ფოლკლორული ანსამბლი ჰერულა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ანსამბლის მიზანია ჰერეთის (საინგილოს) ისტორიაში შექმნას ახალი პრეცედენტი, ჩამოყალიბდეს როგორც პროფესიონალური ანსამბლი, რომელიც წმინდა ფოლკლორულ მუსიკაზეა ორიენტირებული. ამგვარი მიზნის გამოკვეთა შესაძლებელი გახდა აპრილის დასაწყისისთვის, როცა დასრულდა ჩამოყალიბების, ანუ 2012 წელს მოძიებული ახალგაზრდების შერჩევის პირველი ეტაპი, შეიკრა გარკვეული ბირთვი და გუნდმა რეპერტუარის მქონე ანსამბლის სახე მიიღო. ამ ფორმატითა და სახელწოდებით პირველი გამოსვლა შედგა საანგარიშო (2013) წლის 2 აპრილს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის დარბაზში ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ორგანიზებით გამართულ აფხაზეთის სკოლების დასახმარებელ კონცერტზე. ამრიგად, ანსამბლის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს პოპულარულ მთის სიმღერებთან შედარებით რთული ქართული ტრადიციული ხალხური სიმღერები, რომელიც ძირითადად აკაპელა ფორმით სრულდება და საკრავ ინსტრუმენტს იშვიათად საჭიროებს.

ინსტრუმენტს თავისი ადგილი და ფუნქცია აქვს ანსამბლ ჰერულას ყოფიერებაში. ანსამბლის ჩამოყალიბების რეორგანიზაციამდელ ეტაპზე ინსტრუმენტის თანხლებით მიმდინარე თანამედროვე მთის სიმღერებს უფრო მეტად ანსამბლში ახალგაზრდების მოზიდვის როლი მივანიჭე, რამდენადაც, მხოლოდ ნაკლებად პოპულარული ავთენტური ფოლკლორული სიმღერებით ახალგაზრდების დაინტერესება რთულია.

რეორგანიზაციის, ანუ ფოლკლორულ ანსამბლად ქცევის პროცესში კი საკრავი ინსტრუმენტების თანხლებით მიმდინარე სიმღერების როლი შეიცვალა. მაშინ, როცა ანსამბლის ბირთვი ჩამოყალიბებულია და ახალგაზრდების საყოველთაო მოზიდვა-სწავლება-შერჩევის პროცესი დასრულებულია, თანამედროვე სტილის პოპულარული მთის სიმღერებმა დაკარგა თავდაპირველი დანიშნულება. მოცემული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არაფოლკლორულ, მაგრამ პოპულარულ მთის სიმღერებს ანსამბლში მხოლოდ ერთი როლი შერჩა, ესაა მაყურებლის მოზიდვა ანსამბლის ცნობადობის გაზრდისა და სახალხო დაინტერესების მიზნით.

რამდენიმე თვიანი ამგვარი მუშაობის შემდეგ, საანგარიშო პერიოდის ბოლოს, საკითხისადმი ჩემი დამოკიდებულება შეიცვალა. ვფიქრობ „ფოლკლორული ანსამბლის“ სახელწოდების ქვეშ არ უნდა სრულდებოდეს ისეთი არაფოლკლორული სიმღერები, როგორიცაა ინსტრუმენტის თანხლებით მიმდინარე თანამედროვე მთის სიმღერები, ეთნო-არტი. მაგრამ, ამ მიმართულების შენარჩუნება რაღაც დოზით მაინც საჭიროა, რათა არ დაიკარგოს ჰერეთის, ანუ საინგილოს (და არა მხოლოდ ჰერეთის) ქართველების ის სეგმენტი, რომელის ამის გამო უსმენს ანსამბლ ჰერულას. მაშასადამე, ამჟამად ამგვარი დილემის წინაშე ვდგავართ: თუ გქვია „ფოლკლორული ანსამბლი“ არ უნდა მღეროდე არაფოლკლორულ სიმღერებს, მაგრამ თუ არ იმღერებ თანამედროვე მთის მარტივად აღქმად სიმღერებს, ვერც ტრადიციული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციას შეძლებ. ანსამბლის მსმენელთა ძირითადი სეგმენტი ხომ თანამედროვე მთის სიმღერების ჭიშკრიდან შემოდის ანსამბლის რეპერტუარში, სადაც შემდეგ ტრადიციულ ხალხურ სიმღერასაც ისმენს.

ჩემს ცნობიერში მონაცემთა სისტემატიზაცია უპირველესია, რის გარეშეც მოწესრიგებული და ხარისხიანი საქმე არ არსებობს, ამიტომ, ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას. ამდენად, ანსამბლის მომავალი ასე მესახება: „ჰერეთის ფოლკლორული ანსამბლი ჰერულა“ _ ამ სახელწოდების ქვეშ ანსამბლმა მხოლოდ ტრადიციული ქართული ხალხური სიმღერები უნდა შეასრულოს. მთის სიმღერებისათვის კი შეიქმნას ანსამბლის ინსტრუმენტალური მიმართულება, რომელის ჟანრობრივი მიმართულება უფრო ფართო იქნება და შედარებით რთულ ინსტრუმენტალური კომპოზიციურ მუსიკასაც მოიცავს. ანსამბლის ინსტრუმენტალურ მიმართულებას შეიძლება დაერქვას „არტ-ჰერულა“, რითაც, ერთი მხრივ, მოგვარდება ფოლკლორულ რეპერტუართან აღრევის პრობლემა, ხოლო, მეორე მხრივ, იდენტიფიკაციის თვალსაზრისით მსმენელს იმავე გუნდთან ასოციაცია შეუნარჩუნდება. ორივე გუნდი შეიძლება გაერთიანდეს „სტუდია ჰერულა“-ს სახელწოდების ქვეშ.

 აქვე, „ჰერულა“-სა და „არტ-ჰერულა“-ს სასცენო სამოსი განსხვავებული უნდა იყოს. ჰერულას საჯარო სივრცეში ვიზუალური იდენტიფიკაციისათვის საჭიროა ფოლკლორული და კლასიკური (ან კლასიკურის მსგავსი) სამოსი, ცივ ამინდში ჩოხები, ხოლო ცხელ ამინდში კლასიკური ჟილეტები ორნამენტებით, ხოლო „არტ-ჰერულა“-სათვის განსხვავებული და უფრო ფერადი სამოსი.

ასევე, „არტ-ჰერულა“ დარგის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით უნდა დაეწიოს „ჰერეთის ფოლკლორულ ანსამბლ ჰერულას“. გუნდში ჩემი მუშაობა ამ დროის განმავლობაში უმეტესწილად მიმართული იყო პროფესიონალური ფოლკლორული ანსამბლის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე. „არტ-ჰერულას“-თვის ამგვარი საქმიანობა ჯერ კიდევ გასაწევია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „არტ-ჰერულას“ მიერ დროისთვის ფეხის აბმა უფრო რთული იქნება, ვიდრე „ჰერეთის ფოლკლორული ანსამბლი ჰერულას“ შემთხვევაში ხდება ეს. თუკი ხალხური ანსამბლის მიერ თანამედროვე მინიმალური სტანდარტების დაკმაყოფილებისათვის საკმარისია სასცენო ცოცხალი შესრულების უზრუნველყოფა ვოკალური და ვიზუალური გამართულობის თვალსაზრისით, „არტ-ჰერულას“ სამოღვაწეო დარგში განსხვავებული რეალობაა. აქ თანამედროვე სტანდარტს წარმოადგენს საავტორო სიმღერები, რომელთა ხარისხიანი გასაჯაროებისათვის საჭიროა სტუდიური ჩანაწერები.

ამრიგად, მომდევნო საანგარიშო წლის ამოცანად ვთვლი ანსამბლისთვის სტუდიის მოწყობას. ანსამბლის ინსტრუმენტალური მიმართულების წევრთა მიერ მუსიკალური ნომრების მომზადების პროცესის გაძღოლას კი, ვფიქრობ, „ჰერეთის ფოლკლორული ანსამბლი ჰერულას“ წევრი ალუდა ჯანაშვილი შეძლებს, რადგან მან ამ საანგარიშო წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია ანსამბლ ჰერულას წევრთა მიერ ერთ-ერთი ინსტრუმენტალური კომპოზიციის (ფესვების) საკრავიერი ინტერპრეტაციის მაღალ დონეზე მომზადებაში. მომავალი „არტ-ჰერულას“ ხელმძღვანელად სწორედ ალუდა ჯანაშვილი წარმომიდგენია.



საკითხი V

ანსამბლის ვითარების ზოგადი შეფასება

ჰერეთის (საინგილოს) ქართული ხალხური მუსიკის ანსამბლი „ჰერულა“ დღეისათვის ამ კუთხის ერთადერთი მოქმედი ანსამბლია, რომელიც ურთულეს პირობებში მხოლოდ და მხოლოდ ენთუზიაზმისა და ანსამბლის წევრების პირადი შემართების, მუსიკის სიყვარულის ხარჯზე ახერხებს მოღვაწეობას, ინტენსიურ რეპეტიციებს, კონცერტებზე გამოსვლას. ანსამბლი ყოველგვარ მატერიალურ სიკეთეებს მოკლებულია და ყოველგვარი ხელშეწყობის გარეშე არსებობს, და არა მხოლოდ არსებობს, არამედ ცდილობს უწყვეტ განვითარებას, აღწევს სტაბილურ პროგრესს და გულს უხარებს ახალგაზრდა ჰერელ მსმენელსა და მაყურებელს ლაზათიანი ქართული ხალხური სიმღერით. ირგვლივ იკრებს ამ კუთხის ახალგაზრდებს, რათა, უპირველეს ყოვლისა, დაძლიოს აქ ახალგაზრდებში არსებული უპერსპექტივობის განცდა, მხარში ამოუდგეს ახალგაზრდა თაობის ნიჭიერ წარმომადგენლებს და აქტიური, ჯანსაღი, კულტურული ცხოვრების რიტმში ჩართოს ისინი. (ეს დამატებითი მძიმე და ძალზედ საპასუხისმგებლო ტვირთი ანსამბლმა იტვირთა მას შემდეგ, რაც უახლოეს წარსულში უკვე უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდის ტალანტი დაიკარგა გაფურჩქვნის გარეშე).

ამ ეტაპზე ანსამბლი ჰერულა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალებით ცდილობს საპატიო მიზნებისკენ სწრაფვას. მაგრამ ანსამბლს შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის სჭირდება დამატებითი სტიმული, რაც, თავის მხრივ, საჭიროებს არსებით მხარდაჭერასა და თანადგომას.

მხარდაჭერის მიღების მიზნით კულტურის სამინისტროსადმი კახის ქართული კულტურის ცენტრთან დაკავშირებით მიწერილ წერილში ანსამბლის შესახებაც გავაკეთე ჩანართი:

_ „რამდენიმე სიტყვით მოგახსენებთ, ასევე, ანსამბლ „ჰერულას“ შესახებ. ჰერულა ამჟამად, ჰერეთის ერთადერთი მოქმედი ფოლკლორული ანსამბლია, რომელიც მოღვაწეობს კახსა და თბილისში საკუთარი ხარჯებით, უკვე დიდი ხანია არ ნებდება პრობლემებს და კბილებით ინარჩუნებს სტაბილურობას. ამის ნათელი დასტურია კვირაში სამჯერადი რეპეტიციები, რომლის დარღვევის ერთი შემთხვევაც კი არ ყოფილა მთელი სეზონის განმავლობაში (ანსამბლ „ჰერულას“ საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდი www.herula.ge). საქართველოს სხვა ანსამბლებისაგან განსხვავებით „ჰერულა“ ყველაზე უცნაურ მდგომარეობაში თანაარსებობს მატერიალურ პრობლემებთან, რადგან საქართველოს არც ერთ თვითმმართველ ერთეულს არ ეკუთვნის. ამ ფონზე, გთხოვთ, გაგვაცნოთ თქვენი ხედვა და რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება დაძლიოს ანსამბლმა მატერიალური პრობლემები (უპირველეს ყოვლისა ხარჯები), რათა ჰერეთის (საინგილოს) ერთადერთი შემორჩენილი ფოლკლორული ანსამბლის სტაბილურობა იყოს შეუქცევადი.



საკითხი VI

გერბი

სიმბოლიკა ანსამბლის პრეზენტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. გერბის შექმნის პროცესი, შეიძლება ითქვას, რომ მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. წლის დასაწყისში დავიწყე აწყობა, ანსამბლის აქტივობების პროცესში გამოკვეთილი იდეური რელსების შესაბამისად დროთა განმავლობაში დავამატე კომპონენტები და საბოლოო სახე დეკემბერში მივეცი. თავდაპირველად იყო ვაზი, შემდეგ მიწა, რომელზეც აწერია „ჰერეთის ფოლკლორული ანსამბლი ჰერულა“. ბოლოს კი, ალუდა ჯანაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ანსამბლის ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე ფესვები მისი სიმბოლო უნდა ყოფილიყო.

ამრიგად, ანსამბლ ჰერულას გერბზე გამოსახულია: 1) ვაზი, როგორც ტრადიციების ერთგულების სიმბოლო (ჰერეთის მკვიდრი ქართველი კაცი ყოველთვის უმღერდა ვაზს, ვაზი კი მუდამ აძლევდა ქართველს იმ ნაყოფს, რომელიც მას სიმღერის განწყობას უქმნიდა); 2) მიწა, როგორც სიძლიერის სიმბოლო;  3) ფესვები, როგორც ანსამბლის წარმომავლობისა და ჰერეთის წინაპრებისადმი პატივისცემის სიმბოლო.

 

 

საკითხი VII

ვებ-გვერდი

თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში, ისეთი ამბიციური ორგანიზაციისათვის, როგორიც არის ჰერეთის ფოლკლორული ანსამბლი ჰერულა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გლობალურ ციფრულ სივრცეში პრეზენტაცია, ანსამბლის მოღვაწეობისა და მიმდინარე აქტიურობის საკითხით დაინტერესებულ პირთათვის მათთვის საინტერესო ინფორმაციაზე მუდმივი წვდომის შესაძლებლობის მიცემა. ამის საუკეთესო საშუალებას კი წარმოადგენს საკუთარი ვებ-გვერდი.

ვინაიდან ანსამბლს არ აქვს იმის მატერიალური ფუფუნება, რომ პროგრამისტებს დაუკვეთოს ვებ-გვერდის შექმნა, შემდეგ ამ ვებ-გვერდის მომსახურების მიზნით ყოველწლიურად შეისყიდოს ჰოსტინგი და დომენი, გადავწყვიტე მე თვითონ შემესწავლა პროგრამირება და ანსამბლისთვის შემექმნა ვიზუალურად და შინაარსობრივად გამართული ვებ-გვერდი. საანგარიშო პერიოდის დასაწყისში, გარკვეულ დონეზე ვისწავლე ვებ-პროგრამირების ენა CSS3, ავაწყე ანსამბლისთვის ბევრად გაუმჯობესებული და ესთეტიური ვებ-გვერდი, მაისში საკუთარი ხარჯით შევისყიდე herula.ge დომენის 1 წლიანი მომსახურება (30 ლარი) და საიტი განვათავსე ამერიკაში მდებარე უფასო სერვერზე.

 

საკითხი VIII

მუსიკალური საკრავი ინსტრუმენტების საკითხი

საანგარიშო წლის განმავლობაში ანსამბლის წინაშე ძალიან დიდ პრობლემებს ქმნიდა საკრავი ინსტრუმენტების არ ქონა. რეპეტიციებისთვის საკრავების მოძიება-ვერ მოძიება, კონცერტებისთვის საკრავების შოვნაზე ზრუნვა. ამის გამო რეპეტიციები მუდამ პრობლემებით იწყებოდა. ეს კი ფსიქოლოგიურად უარყოფითად მოქმედებდა ახლად შექმნილ კოლექტივზე, რომელიც მხოლოდ „ფუნქციონირების პირველად გარანტს“ უჭირავს გუნდის სახით. ამასთანავე, ყველა საკრავს ინდივიდუალური ტემბრი და ჟღერადობა აქვს, რაც წლის განმავლობაში დამატებით გვაკარგვინებდა დროს.

საანგარიშო წლის თებერვლის თვეში ჩემმა მეგობარმა თემურ ტარტარაშვილმა, რომელიც  საქართველოს დიასპორის სამინისტროში საჯარო მოხელეა, შემატყობინა, რომ სამინისტრო მუშაობს დიასპორული ანსამბლების ხალხური საკრავი ინსტრუმენტებით უზრუნველყოფაზე, მითხრა, რომ სასწრაფოდ შემედგინა წერილი და გამეგზავნა ანსამბლ ჰერულასთვის საჭირო საკრავების მოთხოვნით. ვკითხე, რა თანხის ფარგლებში იყო მიზანშეწონილი ინსტრუმენტების მოთხოვნა, რამდენადაც მხოლოდ ქართული ბას-გარმონი სავარაუდოდ 4000$-მდე დაჯდებოდა? მითხრა, რომ დაახლოებით 5000 ლარის ფარგლებში მომეთხოვა. შევადგინე წერილი და მოვითხოვე საკრავები, მათ შორის, ყოველი შემთხვევისთვის ქართული ბას-გარმონიც ჩავწერე.

საკრავი

1 ცალის შეკვეთის მიახლოებითი ფასი

რაოდენობა

ქრომატული ფანდური

250-300 ლარი

ორი

ბას-ფანდური

300 ლარი

ერთი

ბონგო (დასარტყამი)

220-320 ლარი

ერთი

ჭუნირი

300 ლარი

ერთი

დოლი

550 ლარი (ფიჭვის), 250 ლ. (ფანერის)

ერთი

სალამური (ენიანი)

50 ლარი

ორი

ჭიბონი

550 ლარი

ერთი

ქართული გარმონი

2000 დოლარი

ერთი

საანგარიშო წლის ზაფხულში, მას შემდეგ რაც საქართველოს კულტურის სამინისტროსაგან მოვითხოვე კახის ქართული კულტურის ცენტრის აღდგენა და მეტი ყურადღება, აღნიშნული სამინისტროს წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და მკითხეს, თუ რომელი საკრავები გვჭირდებოდა ანსამბლს. ვუთხარი, რომ ანსამბლ ჰერულასთვის საჭირო საკრავების სია დიასპორის სამინისტროსათვის მქონდა გადაგზავნილი. ამის შემდეგ საქართველოს კუტურის სამინისტრომ დიასპორის სამინისტროსაგან გამოითხოვა ჩვენი განცხადება და საკრავების გადმოცემას დაგვპირდა, გარდა ბონგოსა (არაქართულობის გამო) და გარმონისა (სიძვირის გამო). დავურეკე თემოს და ვთხოვე, რომ ის ორი საკრავი გადმოეცათ, რომელსაც კულტურის სამინისტრო არ გვპირდებოდა. მან მითხრა, რომ „ჰერულას“ უზრუნველყოფა კულტურის სამინისტრომ გადაიბარა და დიასპორის სამინისტროს პროგრამაში აღარ იყო გათვალისწინებული, მით უმეტეს მხოლოდ ქართული გარმონი 5000 ლარზე მეტი ჯდებაო. მაშინ ვთხოვე, რადგან თქვენთან შემოტანილი განცხადება კულტურის სამინისტრომ გადაიბარა და დიასპორის სამინისტრო გათავისუფლდა ჩვენი ანსამბლის საკრავებით უზრუნველყოფის ხარჯებისაგან, იქნებ მინიმალური თანხა მაინც გამოყოთ იმ სხვა საკრავებისათვის, რომლებიც ვერ ჩავწერე პირველ განცხადებაში 5000 ლარიანი პირობითი ლიმიტის გადაჭარბების გამო. თემო დაელაპარაკა ხელმძღვანელობას და დიასპორის სამინისტრომ ანსამბლ ჰერულასთვის გამოყო 1000 ლარი. ვთხოვე ცოტაც დაემატებინათ, რათა რამდენიმე ჟილეტი მაინც შეგვეკერა, რადგან ანსამბლს არანაირი სამოსი არ ჰქონდა. საბოლოოდ თანხა დაამატეს.

მასიური ხის ქრომატული ფანდური

300 ლ

ოსტატს, გიორგი ფხალაძეს დამატებით 100 ლარი გადავუხადე, რომ მასალად კაკლის ნაცვლად თუთის ხის კორპუსი და ბზის ლადები გამოეყენებინა

ჩონგური

130 ლ

როცა დიასპორის სამინისტრომ გადმოგვცა ჩონგური, აღმოჩნდა, რომ იგი წიფლის ხისგან იყო დამზადებული და ბოხი ხმა ჰქონდა. ამიტომ ოსტატს, მერაბ ბაიდოშვილს ვთხოვე ლადები დაესვა, რათა ბან-ფანდურად გამომეყენებინა. ბ-ნი მერაბი შემპირდა. ვფიქრობ, ლადების დასმის შემდეგ სიმებად შედარებით სქელ ძუებს გავაბამ და თბილი ხმა ექნება. ბანის და ჩონგურის ნაზავი.

ბას-ფანდური

130 ლ

მერაბ ბაიდოშვილის მიერ დამზადებული წიფლის ხისგან

პერკუსია ბონგო

278 ლ

მუსიკალური მაღაზია Mi-Fa-Si-დან

6 ცალი ნაბადა

300 ლ

ნონა მიკირტუმაშვილის მიერ მოქარგული

6 დეკემბერს დიასპორის სამინისტროში ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა თემურ ტარტარაშვილმა გადმოგვცა წინამდებარე ცხრილში დასახელებული ინსტრუმენტები. მიღება-ჩაბარების აქტი „ჰერულას“ ხელმძღვანელსა (ანუ ჩემსა) და მინისტრის მოადგილეს, მუხრან გულაღაშვილს შორის გაფორმდა.

რაც შეეხება კულტურის სამინისტროს, გვპირდებიან, რომ შეპირებულ საკრავ ინსტრუმენტებს უახლოეს ხანებში გადმოგვცემენ.

საკითხი IX

სასცენო სამოსი

ჯერჯერობით ანსამბლს საკუთარი სამოსი არ გააჩნია. აქამდე ყოველ კონცერტზე თითოეულ წევრს თავად უხდებოდა ტანსაცმელზე ზრუნვა. ანსამბლის ვიზუალური მხარე მისი იმიჯის ერთ-ერთი მსაზღვრელია. საჯარო გამოჩენისას უნდა იგრძნობოდეს ერთიანი გუნდური მოწესრიგებულობა. მეორე საანგარიშო პერიოდის ბოლოს დავადგინე ამ სიტუაციიდან პირველადი გამოსავალი _ თეთრი პერანგები და შავი შარვლები. გამოჩნდა, რომ სამოსის საკითხი წარმოადგენს საგულისხმო პრობლემას, რამდენადაც წევრების მიერ მოძიებული შარვალ-კოსტუმი სტილისტურად განსხვავებულია და მაყურებლის თვალში ბოლომდე ვერ ქმნის ერთიანობის აღქმას.

ჟილეტის_დიზაინერი_ვასილ_პაპიაშვილი ამ პრობლემის გადაჭრაზე ზრუნვას შევუდექი იმით, რომ ციფრულად ავაწყე სასცენო ჟილეტის დიზაინი, ათამდე სხვადასხვა მოდელი; შევისწავლე ქარგვასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები, რათა მკერავ-მქარგველებთან მათთვის ადვილად გასაგებ ენაზე მესაუბრა და საკითხში გაცნობიერება დამხმარებოდა მუშაობის (დამზადების) პროცესის სწორ მონიტორინგში. ხარისხი კონტროლი მოითხოვს მინიმუმ ელემენტარულის ცოდნას.

შემდეგ, მე და გიორგი პაპიაშვილმა თბილისში ტრადიციული რეწვის კომერციულ ლოკაციაზე, ლესელიძის ქუჩაზე, ბევრი ვიარეთ, ქართული ტრადიციული რეწვის ყველა მაღაზია მოვიარეთ და გამყიდველებისაგან ჩავიწერეთ მქარგველთა ტელეფონის ნომრები. პირობების გარკვევის მიზნით დავუკავშირდით რამდენიმე მოწონებული ნამუშევრის ავტორს. ზოგი იქვე შეგვხვდა. ბოლოს გიორგიმ გაიცნო ერთი მქარგველი, დედოფლისწყაროელი ახალგაზრდა ქალბატონი, ნონა მიკირტუმაშვილი, რომელიც თბილისში (ორხევში) ცხოვრობდა. წავედით ორხევში და ვინახულე მისი ნახელავი, კარგი გემოვნება ჰქონდა და ნამუშევრები მოგვეწონა.

გიორგის სამთაწყაროელობის და ჩვენი ანსამბლის წარმომავლობის გამო მქარგველი ჩვენს მიმართ პოზიტიურად იყო განწყობილი, რის გამოც შეგვპირდა, რომ 300 ლარად შეგვიკერავდა და მოგვიქარგავდა 6 ცალ ჟილეტს იმ დიზაინის შესაბამისად, რომელიც მე შევადგინე (ანსამბლის გერბის გამოკლებით). ეს იყო წარმოუდგენლად მცირე თანხა და სამადლო საქმე, რადგან ამ სამუშაოს შესრულება დაახლოებით ორჯერ ძვირი ჯდება. მქარგველს შევუთანხმდით, რომ როცა დიასპორის სამინისტროდან დაუკავშირდებოდნენ, არ ეთქვა ჩვენ მიერ გაღებული ხარჯის შესახებ, და მხოლოდ მის მიერ მოთხოვნილი 300 ლარი ეხსენებინა, როგორც სრული დამზადება-ქარგვის თანხა, რადგან, ვფიქრობდი, რომ დამატებით რაც უფრო მეტ თანხას მოვითხოვდით, მით ნაკლები იქნებოდა ამ მოთხოვნაზე თანხმობის ალბათობა სამინისტროს მხრიდან. დანარჩენ ხარჯებს, როგორიცაა ქსოვილისა (კანვა) და ძაფების ყიდვა, ჩვენ გავიღებდით. საამისოდ ანსამბლის წევრებმა დამატებით 20-20 ლარი შევაგროვეთ. ქარგვა-შეკერვის პროცესში კიდევ 5-6-ჯერ მოგვიწია ორხევში წასვლა ზომების, მიმდინარეობისა თუ კორექტივების გამო.

ამის შემდეგ დავურეკე თემურ ტარტარაშვილს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, დიასპორის მინისტრის აპარატმა საკრავი ინსტრუმენტებისათვის გამოყოფილ 1000 ლარზე, თემოსადმი ჩემი დაჟინებული თხოვნითა და მისი შუამდგომლობით დაგვიმატა გარკვეული თანხა, რათა საკრავებიდან მორჩენილ თანხასთან ერთად ჟილეტების მოქარგვისთვის საჭირო 300 ლარი შესრულებულიყო.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სამინისტრომ მქარგველთან უკვე გააფორმა შესყიდვის ხელშეკრულება და უახლოეს ხანებში გადმოგვცემენ ნაქარგ ჟილეტებს.

 

 

ბოლო თქმა

შობა-ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით ანსამბლი ამჟამად ისვენებს. სამ კვირიანი შესვენება გამოცხადდა 26 დეკემბრის რეპეტიციის შემდეგ. 2013 წლის მეორე ნახევარში ჰერულას რეპეტიციები იმართებოდა ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას 15:00 საათზე. რეპეტიციები განახლდება 2014 წლის იანვრის ბოლო კვირიდან.

წინამდებარე ნარატიულ ანგარიშში, ჩემი, როგორც ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ წერილობით აღწერილია გაწეული სამუშაოს ძირითადი საკვანძო ეპიზოდები.

 

_________________

ნარატიული ანგარიშის შევსებაზე პასუხისმგებელი პირი:               

ჰერეთის ფოლკლორული ანსამბლი „ჰერულა“

სამხატვრო ხელმძღვანელი

ვასილ პაპიაშვილი

 

10.01.2014




www.000webhost.com